fbpx
ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია

ჩვენი სტუდენტის მარიამ მემარნეს ფინალური პროექტი

თარიღი: 16 May, 2025

მარიამ მემარნე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი გაიარა და 10 ვორქშოფის შემდეგ გააკეთა mid-century modern-ისა და japandi-ს სტილებით ინსპირირებული პროექტი.

მე ვარ მარიამ მემარნე, 20 წლის. ვსწავლობ არქიტექტურის ფაკულტეტზე და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიზიდავდა ინტერიერის დიზაინიც.

ინტერესი ამ სფეროსადმი ბავშვობიდან მაქვს. აქამდე სხვადასხვა 3d პროგრამას ვიყენებდი ან ისევ ფერწერას მივმართავდი, თუმცა ჩავთვალე, რომ 3ds Max-ის ცოდნა აუცილებელი იყო ჩემი იდეების უფრო პროფესიონალურად წარმოჩენისთვის.

კურსის არჩევისას სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავდი, მაგრამ ბოლოს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევჯერდი, რადგან ხშირად მესმოდა მის შესახებ ჩემი კურსელებისგან. მოწესრიგებულმა ვებგვერდმა და მარტივმა რეგისტრაციის პროცესმაც დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვა.

აკადემიაში გავიარე ინტერიერის 3d ვიზუალიზაციის კურსი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. კურსის საინტერესო დავალებებმა მომცა როგორც ტექნიკური ცოდნა, ასევე – მოტივაციაც, რომ მომავალში ის პრაქტიკაშიც გამომეყენებინა.

კურსმა მასწავლა ავეჯის, დეკორის, მასალებისა და განათებების სწორი გამოყენებით როგორ შემექმნა მაქსიმალურად რეალისტური და ეფექტური ვიზუალიზაციები. ასევე ლექტორისგან გავიგე სხვადასხვა სტილის, დიზაინერისა თუ ბრენდის შესახებ, რამაც ბევრად უფრო გამიღრმავა ცოდნა ამ სფეროში.

ძალიან პროფესიონალი და მეგობრული ლექტორი გვყავდა, რომელმაც პირველივე ლექციიდან კომფორტული გარემო შექმნა ნებისმიერი სირთულის კითხვის დასმისთვის. მომწონდა, რომ ჩვენი იდეების შეცვლის ნაცვლად მათ გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.

ჩემი რჩევა დამწყები დიზაინერებისთვის იქნებოდა, რომ არ შეგეშინდეთ სიახლეების ან ექსპერიმენტების. შეიძლება შანსი იმისა, რომ იდეობრივად დატვირთული პროექტი რეალობად იქცეს დაბალი იყოს, თუმცა სწორედ რთული პროექტის კეთებისას ვსწავლობთ ყველაზე მეტ ე.წ. niche დეტალს.

მომწონს, როცა ინტერიერში ჩანს არქიტექტურული და კონსტრუქციული ელემენტები. ასევე ბუნებრივი მასალების – განსაკუთრებით – ხის გამოყენება. ალბათ ინსპირაცია ჩემთვის mid-century modern და japandi სტილი იქნებოდა.

ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია