ჩვენი სტუდენტის – მარიამ მეგრელიშვილის ფინალური პროექტი
თარიღი: 10 May, 2023
მე ვარ მარიამ მეგრელიშვილი, 24 წლის. ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ფაკულტეტზე. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, გვიან მომიწია უმაღლესი განათლების მიღება, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ არასოდეს არის გვიან საკუთარი თავი განავითარო.
დიზაინის მიმართ ინტერესი ვიტყოდი, რომ სულ მქონდა. ყოველდღიურობაში რაღაც დოზით მაინც გამოვხატავდი ამ ინტერესს, თუმცა გამბედაობა არასდროს მყოფნიდა პროფესიულ დონეზე შემესწავლა, რადგან ვფიქრობდი, რომ ხატვის ნიჭი გარკვეულწილად აუცილებელია ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, მე კი არასოდეს არაფერი დამიხატავს.
ერთ მშვენიერ დღეს სულ შემთხვევით სოციალურ ქსელში ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ერთ-ერთი მენტორის ვიდეო ვნახე, სადაც მისმა დამაჯერებელმა საუბარმა თქვენამდე მომიყვანა.
ბევრი არ მიფიქრია სად უნდა შემესწავლა ახალი პროფესია, ციფრული ინდუსტრიის აკადემია გამორჩეულია. დიდი ხანია თვალს გადევნებთ სოციალური ქსელის საშუალებით და იმდენად დამაჯერებელია თქვენი მუშაობის სტილი და ასევე სტუდენტების მიმართ დამოკიდებულება, რომ ავტომატურად გიჩნდება სურვილი თქვენთან თანამშრომლობის.
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ვფიქრობ საკუთარი თავი ვიპოვე. ეს თავისუფლების განცდა, რაც კურსის მიმდინარეობის დროს მივიღე, დიდხანს გამყვება.
ყოველთვის დეტალებზე ორიენტირებული ვიყავი, თუმცა კურსის მეშვეობით მეტად მობილიზებული გავხდი. შემიძლია ერთდროულად ვიფიქრო რამდენიმე საქმეზე.
ჩემი მენტორი იყო მიაკო ნადირაძე, რომელიც ძალებს არ იშურებდა სრულად გაეზიარებინა თავისი ცოდნა. ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, მოკლედ რომ ვთქვა საუკეთესოა თავის საქმეში.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ არასოდეს დანებდნენ. რაღაცის არ ცოდნა არ არის სირცხვილი, ყველაფრის სწავლა და გაკეთება შესაძლებელია. თუ ახლა არ გამოდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიზანი მიღწევა შეუძლებელია. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
დიდხანს ვფიქრობდი ამდენი ემოცია, რაც ახალი პროფესიის შესწავლის დროს დამიგროვდა, რა ფორმით გამომეხატა, ბოლოს გადავწყვიტე ცნობილი ფესტივალის პოსტერები შემექმნა, როგორიც არის ჯაზ ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, წიგნის ფესტივალი და ა.შ.
ჩემი აზრით, მსგავსი ფესტივალები ადამიანებს აბედნიერებს, ერთმანეთთან აახლოებს, ასევე ასეთ დროს იზრდება ცნობადობა მცირე და დამწყები კომპანიების, რაც ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია.