fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – მარიამ კიკნაველიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 18 April, 2023

გამარჯობა. მე ვარ მარიამ კიკნაველიძე, 23 წლის. პროფესიით – აგრონომი. ყოველთვის მაქვს მოთხოვნა, რომ ახალი უნარ-ჩვევები შევიძინო და ამ ეტაპზე გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის სწავლა.

ზოგადად, დიდი ხანია, რაც მაქვს ინტერესი ციფრული ვიზუალის მიმართ. ჰობის დონეზე ვხატავდი არაპროფესიონალურ პროგრამებში, როგორიც არის PaintTool Sai. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ჰობი პროფესიონალურ დონეზე მესწავლა. თანაც, ჩემს ირგვლივ რამდენიმე გრაფიკული დიზაინერი იყო. მათი ნამუშევრები და საქმიანობა ძალიან მომწონდა და ამიტომაც გადავწყვიტე ახალი სქილები შემეძინა.

გრაფიკული დიზაინი

ჩემს გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გაიარა კურსი. თანაც, აღსანიშნავია რომ ყველა ეს ადამიანი სრულიად განსხვავებული განხრით მუშაობდა. მათი მხრიდან მხოლოდ დადებითი ფიდბექი მესმოდა. მეტიც, ერთ-ერთი მათგანი კურსის გავლის შემდეგ, მისთვის სრულიად ახალ სფეროში დასაქმდა – გრაფიკულ დიზაინერად. ამიტომაც არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე.

პირადად მე გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და კმაყოფილი დავრჩი. ტექნიკური მხარეების გარდა, რომელიც მოიცავს კომფორტულ გრაფიკს და გუნდის მენეჯერის სრულ ჩართულობას, კურსის ფარგლებში გვქონდა ბევრი საინტერესო დავალება ჩვენი უნარ-ჩვევების განსავითარებლად.

კურსის ფარგლებში შევიძინე ბევრად მეტი ინფორმაცია თანამედროვე ტენდენციებზე, უკვე მზა ინფორმაცია იმაზე თუ, როგორ უნდა გამოვიყენო Photoshop-ისა და Illustrator-ის პროგრამები და რაც მთავარია, ბრიფის სწორად აღქმა და გაგება.

გრაფიკული დიზაინი

პროგრამის ერთ-ერთი ჰაილაითი პირადად ჩემთვის ჩემი მენტორი, ნინა სარიაშვილი იყო. ის გამართულ და ამომწურავ ფიდბექს იძლეოდა ჩვენს ნამუშევრებზე, ნამუშევრების დახვეწის გზებს გვთავაზობდა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ნინას დიდმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება გვცოდნოდა ის ნიუანსები, რომლებიც დამკვეთთან უნდა გავარკვიოთ ან თუნდაც შეცდომები, რომლებიც არ უნდა გამოგვეპაროს.

დიზაინში მნიშვნელოვანია გემოვნების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა მოხდეს სწორი ინფორმაციის მიღებითა და ქონთენთზე დაკვირვებით.

როდესაც საქმე ანიმე სეგმენტს ეხება, ციფრულ ქონთენთს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბრენდ „Hokai”-ის აქვს უკვე არსებული სტილი და ტანსაცმლის დიზაინი. ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ისევ ანიმე გმირებს ჩაეცვათ მათი ჰუდები. საბოლოოდ, დავხატე ილუსტრაციები, სადაც Chainsaw man-ის პერსონაჟებს ბრენდის პროდუქტი აცვიათ. ილუსტრაციები გავაკეთე არსებული ინსტაგრამ ფეიჯის სტილის გათვალისწინებით.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი