fbpx
ბრენდ დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის მარიამ გორგოძის ფინალური პროექტი

თარიღი: 23 October, 2024

მარიამ გორგოძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ბრენდ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 10 ვორქშოპის შემდეგ კაფე “Slink Cafe”-ს რედიზაინი გააკეთა.

მე ვარ მარიამი, 24 წლის. დიზაინისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. ხატვა არასდროს გამომდიოდა, მაგრამ ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ტანსაცმლის დიზაინის შექმნა მომწონდა. ამიტომ რადგან მარკეტინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო სფერო გახდა, გადავწყვიტე, ეს ორი ინტერესი ერთმანეთთან დამეკავშირებინა და ისეთ კრეატიულ სფეროში მეპოვა ჩემი თავი, სადაც მუშაობა არასდროს მომბეზრდებოდა და ყოველთვის მომანიჭებდა სიამოვნებას. ასეთი სფერო კი დიზაინი აღმოჩნდა. 

როცა ვეძებდი აკადემიას, სადაც კურსს გავივლიდი, ციფრული ინდუსტრიის აკადემია ის ვარიანტი იყო, რომელიც მოკლე დროში საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნის მიღებას მთავაზობდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მექნებოდა პორტფოლიო, რომელიც კონკურენტუნარიანს გამხდიდა ამ სფეროში. ამიტომ არჩევანი ამ ადგილზე შევაჩერე და ბრენდ დიზაინის კურსი გავიარე.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც კურსის განმავლობაში შევიძინე, არის ხედვა, რომელიც დიზაინერს აუცილებლად უნდა გააჩნდეს და მისი ჩამოყალიბება შესაძლებელია. ასევე დეტალებზე ორიენტირება და ისეთი რაღაცების შემჩნევა ყველგან, თუნდაც გარემოში, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი ან საინტერესო არ იყო. ამ ახალი უნარების გამო გახდა ჩემთვის დიზაინი საყვარელი საქმიანობა, რადგან ყოველთვის რაღაც ახლის აღმოჩენაში ხარ და რაც მთავარია, ეს საქმე შესაძლებლობას გაძლევს, გამოხატო ის, რაც შენს თავშია შენებური ხედვით.

ჩემი ლექტორი იყო თამარ ჭაბუკიანი, რომლის პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, მეტი დრო დაუთმონ ამ საქმეს, იმდენად განვითარებადი სფეროა, რაღაც ახალს ყოველთვის ისწავლი. რაც მთავარია ყოველთვის ათვალიერონ ნამუშევრები, რადგან ეს გეხმარება ინსპირაციაში, იდეების განვითარებაში და გიფართოებს ხედვას.

ფინალური პროექტისთვის გავაკეთე კაფე “Slink Cafe”-ს რედიზაინი. ამ პროექზტე მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, შედეგით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, ამ შედეგს კურსს უნდა ვუმადლოდე. 

ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი