fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის მარიამ გიგაურის ფინალური პროექტი

თარიღი: 11 April, 2024

მარიამ გიგაური ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ შექმნა წარმოსახვითი ბრენდის “Flaner”-ის კონცეფცია. 

ზაფხულში დავასრულე კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, თუმცა მიუხედავად ჩემი დიდი ინტერესისა ამ სფეროსადმი, გადავწყვიტე მარკეტინგის მიმართულებით განმევითარებინა ჩემი თავი, ვინაიდან ამ სფეროში ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გაუს პიარსკოლაში გავიარე ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი და კიდევ უფრო მეტი შევიტყვე ამ სფეროს შესახებ.
სამუშაო გამოცდილებას რაც შეეხება, მაქვს პროექტ მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით და ამჟამადაც გამოცდილების დაგროვებისა და სწავლის ეტაპზე ვარ. მიყვარს სიახლეები, მაინტერესებს ბევრი სფერო, შესაბამისად, მინდა, რომ ჩემი თავი ყველა მიმართულებით გამოვცადო და რაც შეიძლება მეტი ცოდნა დავაგროვო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომლის სისრულეში მოყვანაც უკვე დავიწყე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

გრაფიკული დიზაინისადმი ინტერესი დაახლოებით ერთი წლის წინ გამიჩნდა, თუმცა რატომღაც ჩემი ეს ინტერესი რეალობაში მხოლოდ იანვარში ვაქციე, რაც ვთვლი რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ცხოვრებაში. სწავლის პერიოდში იმდენად მსიამოვნებდა პროცესი, არც ერთი ვორქშოფი არ გამიცდენია და მართლა მთელი ინტერესითა და გულით ვასრულებდი თითოეულ დავალებას. დავალებების პროცესში სრულად შემეძლო გამომეხატა ჩემი თავი, ჩემი ინტერესები და ხედვა, ეს კი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია? ამ საკითხზე ესე წინასწარ არ მიფიქრია, თუმცა ახლა ვიცი რატომ. პირველ რიგში, ამ კურსმა გამაცნო ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნინა სარიაშვილი, ჩემი უმაგრესი ლექტორი, რომელმაც ალბათ მართლა მთელი გული ჩადო, რომ ეს მიმართულება ჩვენთვის შეეყვარებინა. კურსის განმავლობაში უდიდეს სტიმულს მაძლევდა მისი სიტყვები და არ დამავიწყდება ფინალურის წინ როგორ მამხნევებდა, რომ უნდა მჯეროდეს ჩემი თავის და რომ ყველაფერი გამომივა. უდიდესი მადლობა მას!

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. ძალიან კმაყოფილი ვარ. სილაბუსი თანმიმდევრულად და ლოგიკურადაა გაწერილი, შესაბამისად, სტუდენტს შეუძლია ნულიდან დაიწყოს სწავლა და საბოლოოდ ძალიან კარგი შედეგი დადოს. გრაფიკული დიზაინის შესწავლა მეც ნულიდან დავიწყე და თქვენმა კურსმა მომცა შესაძლებლობა, დღეს თამამად მეთქვა, რომ ეს პროექტი ჩემია.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე იყო თავდაჯერება. ჩემს თავში აღმოვაჩინე ბევრი ისეთი უნარი და პოტენციალი, რასაც აქამდე არ დავკვირვებივარ. გარდა ამისა, ვისწავლე თუ როგორ უნდა შევქმნა სწორი და ვიზუალურად დახვეწილი დიზაინები. გარდა ამისა, ამ კურსზე მიღებულ ცოდნას დღეს პრაქტიკაში უკვე ვიყენებ, რაც ძალიან მახარებს.

ვთვლი, რომ გამიმართლა ნინას ჯგუფში რომ მოვხვდი. საოცარი ადამიანია. ლექტორთან ერთად კურსის განმავლობაში ჩვენი მეგობარიც იყო, დღემდე ვაგრძელებ მასთან მეგობრობას და ჩემთვის პირველ რიგში ესაა მნიშვნელოვანი. რომ არა მისი ეს დამოკიდებულება, ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, კურსით ესეთ დიდ სიამოვნებას ვერ მივიღებდი. და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი პროექტის წარმატებულობაში დიდი წვლილი აქვს მას და მის თითოეულ სამოტივაციო სიტყვას.

ყოველთვის მინდოდა მსგავსი კონცეფციის ადგილის გაკეთება, ამიტომ პროექტის შინაარსა და იდეაზე ბევრი არ მიფიქრია. ბრენდი თავიდანვე მქონდა წარმოსახვაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო, ამიტომ პირდაპირ დავიწყე ისეთი ილუსტრაციების შექმნა, როგორსაც ამ ბრენდის გარშემო ვხედავდი. პატარ-პატარა ჩანახატებით საბოლოოდ მივიღე ის შედეგი, რასაც ახლა პროექტზე ხედავთ. სახელიც ძალიან სპონტანურად, მარტივად გადავწყვიტე, ალბათ იმიტომ, რომ სიტყვა “flaner”-ის შინაარსი ჩემს ხასიათში ძალიან ჯდება.
(Flaner is a French word and evokes a sense of leisure, exploration and enjoyment of life’s simple pleasures, like wandering through the streets and stopping for a delightful pastry and coffee).

გრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი  გრაფიკული დიზაინის კურსი  გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსი