ჩვენი სტუდენტის – მარიამ ჩხიკვაძის ნამუშევრები
თარიღი: 18 October, 2022
,,თავიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი და მივხვდი რომ ძალიან მომწონს დიზაინზე მუშაობა.”
გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის მარიამი ჩხიკვაძის შთაბეჭდილებებს:
-თქვენ შესახებ მოგვიყევით..
მარიამი ჩხიკვაძე, 29 წლის. უკვე მეოთხე წელია ვმუშაობ ვოლტში, რამდენიმე პოზიცია შევიცვალე, საბოლოოდ ვიპოვე საკუთარი თავი და ამჟამად ვარ მარკეტინგის გუნდში. ვცხოვრობ ჩემს ლეკვ ვინისთან ერთად. დაკავებული ვარ იოგით, მიყვარს მოგზაურობა და ახალი რაღაცების სწავლა-აღმოჩენა.
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
დიდი ხანია, რაც გრაფიკული დიზაინი მაინტერესებს, სამსახურიდან გამომდინარეც დიზაინთან ყოველდღიური შეხება მაქვს, თუმცა მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება დამეწყო თუ არა სწავლა. ბევრი კითხვის ნიშანი იყო, ავუღებდი თუ არა ალღოს, იქნებ სულაც არ არის ჩემი გრაფიკული დიზაინი, მაგრამ ბოლოს ყველა კითხვის ნიშანს ვაჯობე და დავიწყე სწავლა.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
სოციალურ ქსელში შემხვდა რეკლამა, გადმოვედი Instagram გვერდზე, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი დამხვდა. მეგობრებმაც გაუწიეს რეკომენდაცია, ამიტომ, მეც თავისუფლად გავაკეთე არჩევანი.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
გრაფიკული დიზაინის კურსი, რომელიც მოიცავდა Photoshop-სა და Illustrator-ს. თავიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი და მივხვდი რომ ძალიან მომწონს დიზაინზე მუშაობა, შექმნა, ვიზუალურად ამბის გადმოცემა. აქამდე ჩემი შეხება Photoshop-თან მხოლოდ წითელი თვალების გასწორება იყო, ამ კურსით კი ძალიან დიდი ცოდნა მივიღე, რასაც აუცილებლად გავიღრმავებ.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..
მუდმივი მუშაობის უნარი საკუთარ თავზე. ბევრ მუშაობას მოითხოვს გრაფიკული დიზაინი და სულ ტონუსში უნდა იყო რომ არ ჩამორჩე ტრენდებს.
-მენტორი..
მენტორზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ უფრო მოკლედ: ქეთი არის ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალი, ყოველთვის დაუზარელი, ნებისმიერი კითხვისთვის იყო მზად და არასდროს შემოიფარგლებოდა მხოლოდ სილაბუსით, ცდილობდა მეტი ცოდნა გაეზიარებინა ჩვენთვის. ეტყობა რომ ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რაც იგრძნობოდა კურსის განმავლობაში.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
არ შეგეშინდეთ, ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე და რაც შეიძლება მეტი დიზაინერის ნამუშევარს გაეცანით. ყველაფერი გამოგივათ აუცილებლად.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ქალები ზოგადად. თანამედროვე, დაკავებული, Bold ქალები. რომ არ ჩამორჩნენ სიახლეებს და მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ერთი წყაროდან.