ჩვენი სტუდენტის – მარიამ ჩოხელის ფინალური პროექტი
თარიღი: 4 July, 2023
მე ვარ მარიამ ჩოხელი, 31 წლის. ამ მომენტისთვის ვარ ფრილანსერი და რამდენიმე კომპანიისთვის ვქმნი დიზაინს, ამავდროულად მყავს ბენდი და ვმღერით კორპორატიულ საღამოებზე.
გრაფიკული დიზაინით დაინტერესებამდე, ვმუშაობდი სადაზღვევო კომპანიაში, თუმცა ყოველთვის მქონდა სურვილი ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ისეთ სფეროში, რომელიც ჩემგან შემოქმედებით მიდგომას მითხოვდა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას მომცემდა, ამიტომ შევაჩერე არჩევანი გრაფიკულ დიზაინზე.
მინდოდა საფუძვლიანად შემესწავლა პროგრამები და ამავდროულად ვყოფილიყავი ოჯახურ გარემოში, სადაც ერთის წარმატება მთელი გუნდის წარმატების ტოლფასია. მრავალი რეკომენდაციით არჩევანი შევაჩერე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე.
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ ახალი კარი გახსნა ჩემი კარიერული განვითარებისთვის.
ტექნიკურ ცოდნასთან ერთად ამ კურსის გავლამ ახალი თვალით დამანახა სამყარო. მომცა შესაძლებლობა გამოვხატო სათქმელი ვიზუალით და განმივითარა წარმოსახვა.
მყავდა უსაყვარლესი მენტორი – მიაკო ნადირაძე, რომელიც მუდამ მზად იყო ჩვენი ყველა კითხვისთვის ეპასუხა და გაეზიარებინა თავისი გამოცდილება.
ვინც ახლა იწყებს კურსის გავლას ვურჩევდი, რომ მუდამ ეძებონ ინსპირაცია, თამამად გამოხატონ იდენტობა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობას შევაყვაროთ კითხვა, ფინალური პროექტისთვის გადავწყვიტე ყველასთვის საყვარელი მულტფილმი “წუნა და წრუწუნა” გადამექცია კომიქსად, ვფიქრობ ვიზუალური კომუნიკაცია უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის განვითარებაში.