fbpx
ბრენდ დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ლუკა კოდუას ფინალური პროექტი

თარიღი: 7 June, 2024

ლუკა კოდუა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ბრენდ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 10 ვორქშოპის შემდეგ Terminal-ის ბრენდინგი გააკეთა.  

ვარ ლუკა, 20 წლის გრაფიკული დიზაინერი. ვმუშაობ სარეკლამო სააგენტო MAVERIK-ში. ვცდილობ, ყოველდღიურ სიახლეებს ფეხი ავუწყო და ყოველდღე ვისწავლო რაღაც ახალი. როგორც გრაფიკულ დიზაინერს მჯერა, რომ კრეატიული გამოხატვის შესაძლებლობები უსაზღვროა. ვცდილობ, მუდმივად ვისწავლო და განვვითარდე ჩემს სფეროში. არ ჩამოვრჩე უახლეს ტენდენციებისა და ტექნოლოგიებს. 

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ მეგობარმა მითხრა. თან როცა გავიგე, რომ ლექტორი თამარ ჭაბუკიანი იყო, უფრო მომინდა ამ კურსის გავლა.

ბრენდ დიზაინი

გავიარე ბრენდინგის კურსი, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, დამეხვეწა ჩემი ის ცოდნა, რაც კურსის გავლამდე მქონდა და დავინახე სწორი მიმართულებები. ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ყველაფერმა მოლოდინებს გადააჭარბა. 

ამ კურსმა ჩემი ხედვები უფრო გააფართოვა, უფრო დაკვირვებული და კრეატიული გავხდი.

დამწყებმა დიზაინერებმა არასოდეს უნდა შეწყვიტოთ სწავლა. დიზაინი მუდმივად განვითარებადი სფეროა, ამიტომ იყავით ცნობისმოყვარე და განაგრძეთ ახალი უნარების, ტექნიკის სწავლა. ძლიერი პორტფოლიოს შექმნა გადამწყვეტია. თქვენი პორტფოლიო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ამიტომ ჩართეთ მრავალფეროვანი პროექტები, რომლებიც წარმოაჩენს თქვენს უნარებსა და შემოქმედებას. იყავით მრავალმხრივი დიზაინის სხვადასხვა საშუალებებისა და ტიპების შესწავლით, იქნება ეს ვებ დიზაინი, ბეჭდვა, ანიმაცია თუ სხვა ფორმა. მრავალმხრივობამ შეიძლება მეტი შესაძლებლობები გაგიჩინოს და უფრო ადაპტირებულ დიზაინერადაქციოს.

ბრენდ დიზაინის კურსი

ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი