ჩვენი სტუდენტის – ლიზი ქარქაშაძის ნამუშევრები
თარიღი: 15 November, 2022
,,ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან რასაც მოველოდი ის განათლება მივიღე.”
გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, ლიზი ქარქაშაძის ფინალურ პროექტს:
-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ..
მე ვარ ლიზი ქარქაშაძე, 16 წლის, ვცხოვრობ ქუთაისში.
-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. წინა წელს გავეცანი ციფრულ ინდუსტრიას, მოვიძიე ინფორმაცია და ყველაზე მეტად გრაფიკულმა დიზაინმა დამაინტერესა, ამიტომ გადავწყვიტე მისი შესწავლა.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
როგორც ვახსენე ძალიან ბევრი კვლევა ჩავატარე ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა აკადემიებიც მქონდა განხილვის თემად, მაგრამ როდესაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდზე ვიდეოებს ვუყურებდი ძალიან კარგი და მეგობრული გარემო ვიგრძენი. ალბათ, ეს ყველაზე მთავარი მიზეზია თუ რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია.
-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
მე გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან რასაც მოველოდი ის განათლება მივიღე.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?
კურსის განმავლობაში ბევრი ახალი უნარი შევიძინე, მაგრამ ალბათ ყველასგან მაინც ილუსტრაციების შექმნას გამოვარჩევდი.
-მენტორი..
ჩემი მენტორი იყო მარიამ ნადირაძე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ის აქტიურად მეხმარებოდა, როგორც კურსის მიმდინარეობისას, ისე, კურსის დასრულების შემდეგ.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…
დამწყებ დიზაინერს ვურჩევდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საქმეს, იყვნენ შრომისმოყვარეები.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ჩემი მომავალი დაკავშირებულია მოდასთან, ამიტომ ჩემი ფინალური პროექტი დავუკავშირე მოდას.