fbpx

ჩვენი სტუდენტის – ლინა აქულაშვილის ილუსტრაციები საბავშვო წიგნისთვის

თარიღი: 28 December, 2023

ლინა აქულაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია, რომელმაც გრაფიკული დიზაინის კურსის დახმარებით ყველა საჭირო პროგრამა შეისწავლა და 10 ვორქშოფში წიგნის ილუსტრაციები შექმნა. 

მე ვარ ლინა აქულაშვილი, 22 წლის. დავამთავრე თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, წიგნის დიზაინის და ილუსტრაციის განხრით. სკოლის პერიოდში შემიყვარდა ხატვა და დავიწყე ჩემი თავის ძებნა ამ სფეროში. რთულია ზოგადად ამხელა ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება და სტილის პოვნა. ბევრი ცდის და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი თავი საბავშვო ილუსტრაციებს მივუძღვნა, თუმცა წიგნის დიზაინით დავინტერესდი აბიტურიენტობის პერიოდში, როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე.

ინტერნეტში ვეძებდი გრაფიკული დიზაინის კურსებს, რომელიც ჩემი პროფესიისთვის აუცილებლად მჭირდებოდა და თითქმის გადაწყვეტილი მქონდა სხვა კურსის ყიდვა, მაგრამ ძალიან მოულოდნელად გადავაწყდი აკადემიის ერთ-ერთ კურსდამთავრებულს, რომელიც ძალიან კმაყოფილი იყო. იმდენად დადებითი უკუკავშირი მოვისმინე ლექტორისებისა და  კურსის შესახებ, ბევრი აღარ მიფიქრია და გადავწყვიტე მეც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა.

ამჟამად გავდივარ გრაფიკული დიზაინის და ბრენდინგის კურსს. ძალიან ინტენსიური და საინტერესო სწავლება იყო, მიუხედავად იმისა, რომ თეორიული და პრაქტიკული მასალაც უამრავი იყო, ლექტორი მარტივად და გასაგებად ხსნიდა, ბევრი დავალება გვქონდა ყოველი ლექციის შემდეგ გასაკეთებელი, რომელსაც ჩვენი მენტორი გვიმოწმებდა და უკუკავშირს გვაძლევდა. მოლოდინს გადააჭარბა, დამწყებისთვის შესაფერისად გათვლილი პროგრამაა. ზოგადი წარმოდგენა მქონდა, რომ მართლა ხარისხიანი კურსი იყო მაგრამ, არ ველოდი ამხელა გამოცდილებას 2 თვეში. ვფიქრობ,  რომ კურსმა სხვა ტექნიკურ უნარებთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა შემძინა, რაც დარწმუნებული ვარ კარიერის განვითარებაში დამეხმარება.

წიგნის ილუსტრაციები, რომლებიც 10 ვორქშოფის განმავლობაში შევქმენი :

კურსის ერთ-ერთ ლექციაზე შევეხეთ ფოტოშოპის ფუნჯებს, ამ ლექციის შემდეგ დავიწყე ცდების ჩატარება და ჩემთვის ეს პროცესი საინტერესო აღმოჩნდა. საბოლოოდ ამ ცდებმა მიმიყვანა ილუსტრირებულ წიგნამდე. პროექტი წარმოადგენს საავტორო საბავშვო ილუსტრირებულ წიგნს 5- დან 8-მდე ასაკის ბავშვებისთვის. ,, დათუნა და კარალიოკის ხე ‘’ ასე დავარქვი წიგნს. ისტორია ძალიან მოკლე, მინიმალისტური და მარტივია. ილუსტრაციებს მივეცი ზღაპრული და რაც შეიძლება თბილი ხასიათი. ჩემი მიზანია ეს ილუსტრაციები მიწვდეს არამხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ადამინებსაც და განიცადონ რაიმე სასიამოვნო ილუსტრაციების შეხედვისას.

“მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას და ჩემს მენტორს ნინას, რომ შესაძლებლობა მომცა ჩემი ფანტაზია გამეცოცხლებინა.”

რჩევა მათ, ვინც ახლა იწყებს სწავლას :

დასაწყისისთვის ვფიქრობ მნიშვნელოვანია ენერგია, რომლითაც შეუდგებით საქმეს. ვფიქრობ არ უნდა ვეცადოთ შედევრებით დავიწყოთ კარიერა, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ჩავარდნებით და მოთმინება მივაღწევთ სასურველ შედეგს. ხოლო მათ ვინც სწავლის დასაწყებად კურსს ეძებთ, აღარ ეძებოთ, ჩვეულებრივი მოტივაციის ბუსტერია ციფრული აკადემია.