header-logo
header-logo

ჩვენი სტუდენტის – ლევან ყოჩიაშვილის ფინალური პროექტი

16 მარ. 2023

,,ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი და გამართული აკადემიაა საქართველოს ბაზარზე.”

წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდენტის, ლევან ყოჩიაშვილის ფინალურ პროექტს. ლევანი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ.

-მოგვიყევით თქვენ შესახებ..

მე ვარ ლევან ყოჩიაშვილი, 20 წლის, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სტუდენტი, Full Stack დიზაინის მიმართულებით.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

ინტერესი ჯერ კიდევ 2018 წელს გამიჩნდა.

გრაფიკული დიზაინი


-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი და გამართული აკადემიაა საქართველოს ბაზარზე, ასევე კარგი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელებში.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

ჯერ-ჯერობით გრაფიკული და ბრენდ დიზაინი, თუმცა 3D დიზაინი და მოუშენ დიზაინიც უნდა გავიარო.

გრაფიკული დიზაინი


-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

კრეატიული ხედვა და აზროვნება განმივითარდა, გავეცანი ხელოვნებისა და ციფრული ხელოვნების ისტორიას.

-მენტორი..

მარიამ ნადირაძე.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ჩემი რჩევა ყველა დამწყები და მომავალი დიზაინერისთვის ის იქნება, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ დიზაინის სწავლა და არცერთი წამით ჩაიქნიონ ხელი დაბრკოლებაზე, ყველაფერს აქვს გამოსავალი.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ილუსტრაციები, ასევე ისეთი პროექტი, რომელიც ჯერ-ჯერობით არ იყო აკადემიაში, რამაც გადამაწყვეტინა ბანკის ბარათებზე დამეტანა ჩემი შექმნილი ილუსტრაციები.

გრაფიკული დიზაინი


გრაფიკული დიზაინი


გრაფიკული დიზაინი
3D დიზაინი
ბრენდის დიზაინი
გრაფიკული დიზაინი
დიზაინის კურსები
ილუსტრაციები
მოუშენ დიზაინი
ფინალური პროექტი

დაგვიკავშირდი