fbpx
ინტერიერის დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ქეთევან ცეცხლაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 23 April, 2025

ქეთევან ცეცხლაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინისა და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსები გაიარა და ფინალური პროექტისთის გააკეთა პროექტი, სადაც ყველა ოთახში სხვადასხვა და თან ამავდროულად ერთმანეთის მსგავსი სტილი არის გამოყენებული.

მე ვარ ქეთი, 18 წლის. ბავშვობიდან მიყვარდა სივრცეებში სილამაზის პოვნა და დღეს ეს სიყვარული ინტერიერის დიზაინში გადმოვიტანე. დავამთავრე ინტერიერის დიზაინის და ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი, ახლა ვიწყებ ჩემს დიზაინერულ გზას – სილამაზე, ჰარმონია და ხასიათი თითოეულ სივრცეში ჩემი მთავარი მისწრაფებაა.

ზოგადად ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა და როდესაც საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, ვეცადე, ამ მიმართულებით მეპოვა რამე. კონკრეტულად ინტერიერის დიზაინის მიმართ ინტერესი გამიჩნდა 15 წლის ასაკში და იმის მერე სულ ვცდილობდი, რამე მესწავლა.

ძალიან ბევრი აკადემია ვნახე, თავიდან უნივერსიტეტში ჩაბარებასაც ვაპირებდი, მაგრამ მერე ციფრული ინდუსტრიის აკადემია შემხვდა და რატომღაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში.

ჩემი ლექტორი იყო ელენე ღვინეფაძე, რომელზეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია: კომუნიკაბელურია, თბილი, იდეალური გადმოცემის უნარი აქვს. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან სიტყვები არ მეყოფა. ერთი სიტყვით, ყველას, ვისაც მოუნდება ინტერიერის დიზაინის სწავლა, ვურჩევ ელენესთან ისწავლოს.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, უყვარდეთ, რასაც აკეთებენ – ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ სივრცის მოწყობა, ეს არის ისტორიის მოყოლა სხვადასხვა სტილით.

ფინალური პროექტისთვის ვეცადე პროექტი გამეკეთებინა, სადაც ყველა ოთახში სხვადასხვა და თან ამავდროულად ერთმანეთის მსგავს სტილს გამოვიყენებდი.

ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი ინტერიერის დიზაინის კურსი