fbpx
ინტერიერის დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ირინა ესვანჯიას ფინალური პროექტი

თარიღი: 20 December, 2022

,,შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ხედვა, ნიჭი, მაგრამ საქმის სრულყოფილად შესასრულებლად აუცილებელია სწავლა. ამ სფეროში კი ვფიქრობ, ციფრული ინდუსტრიის აკადემია შეუცვლელია.“

დღეს ირინა ესვანჯია მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ..

თუ გავითვალისწინებთ ჩემს საქმიანობის სფეროს, ვფიქრობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაქვს. მუშაობა დავიწყე 19 წლის ასაკში და მას შემდეგ ბევრგან გამოვცადე ჩემი თავი. ინტერესების სფეროც საკმაოდ დიდია, ვმუშაობდი სხვადასხვა ბანკში, სარესტორნო საქმიანობითაც ვიყავი დაკავებული, ვგეგმავდი ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებებს.

პანდემიამდე 2 წელი მიმყავდა გადაცემა “ნაშუადღევს” პირველ არხზე. გატაცებული ვიყავი პაპია მაშეს მეთოდით და სხვადასხვა ნივთების ძერწვით. ახლა ხატვით დავინტერესდი. მიყვარს კულინარია, განსაკუთრებით კონდიტერია. ჩემი ბავშვობის ოცნებაა მქონდეს საკუთარი რესტორანი, სადაც ინტერიერს თავად შევქმნი და შეფიც თავად ვიქნები.

ვფიქრობ, რომ ძიება ჯერ კიდევ არ დამისრულებია და როგორც ვხვდები, ვერც ვერასდროს დავასრულებ. მომავალი წლის დასაწყისში პარალელურად ვიწყებ ქოუჩინგის პროგრამის სწავლას, რაც პიროვნული ზრდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ის ასევე გაძლევს შესაძლებლობას დაეხმარო სხვა ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ვფიქრობ, საინტერესო კიდევ ის არის, რომ 2 წლის წინ დავიწყეთ ღვინის ჩამოსხმა ჩვენს საოჯახო მარანში. გაჩნდა ჩვენი ახალი შვილი, ღვინო იშტა, რომელმაც პირველივე წელს ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ვგეგმავთ ნელ-ნელა გავზარდოთ წარმოება და მთელი გულით გაკეთებული ღვინო გავაცნოთ დანარჩენ მსოფლიოს. იშტა მადას ნიშნავს და ყველას გისურვებთ კარგ იშტაზე ყოფნას.

ინტერიერის დიზაინი

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

ვნანობ, რომ პროფესიით არქიტექტორი არ ვარ, რადგან ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფერო სწორედ ეს არის. ალბათ, ეს გახდა ინტერიერის დიზაინით დაინტერესების მთავარი მიზეზიც. საკმაოდ პატარა ასაკიდან მეგობრებს ვაძლევდი რჩევებს ბინის პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. არ ვარ პროფესიონალი, თუმცა გამიკეთებია რამდენიმე ბინის ინტერიერის დიზაინი. ახლაც მაქვს მიმდინარე პროექტი, რომელზეც ვმუშაობ. შევეჭიდე საკმაოდ დიდ გამოწვევას. ეს იქნება ქართული კაფე ნიუ-იორკში.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

შარშან ჩემს მეგობარ არქიტექტორთან ერთად გავაკეთე საკმაოდ დიდი და რთული ბინის პროექტი, ინტერიერის დიზაინი. ბინამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ხშირად იღებენ სარეკლამო რგოლებში, მოხვდა ერთ-ერთ გადაცემაში და დაიწერა საინტერესო სტატია.

ერთ დღესაც დამირეკა მეგობარმა, ნინი მარიამიძემ და მითხრა „ირინა, დროა ამ საქმეს სერიოზულად მიხედო, რაშიც დაგეხმარება ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში, სადაც გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები გეყოლება!“

ნინიმ მირჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია.

ინტერიერის დიზაინი

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი. სწავლის პროცესი იყო ძალიან საინტერესო, დეტალებზე ორიენტირებული. ვისწავლე არქიკადის პროგრამაში მუშაობა. კურსმა მომცა შესაძლებლობა, რომ იდეები რეალობად ვაქციო. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ხედვა, ნიჭი, მაგრამ საქმის სრულყოფილად შესასრულებლად აუცილებელია სწავლა. ამ სფეროში კი ვფიქრობ, ციფრული ინდუსტრიის აკადემია შეუცვლელია.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

ერთ-ერთი უნარი, რაც კურსმა შემძინა არის რიგითობის დაცვა. აქამდე ქაოსურად ვუდგებოდი საქმეს, რაც შეცდომის დაშვების რისკს ზრდიდა. ახლა ვიცი, რას ნიშნავს სწორი დაგეგმვა, ეტაპობრივად შენება, რომ საბოლოოდ დამკვეთმა კრეატიული და სწორი პროექტი მიიღოს.

ინტერიერის დიზაინი

-მენტორი…

ჩემი მენტორი იყო თათა სვანაძე, რომელიც არ იშურებდა დროს და ენერგიას გადმოეცა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რისი ცოდნაც აუცილებელია ინტერიერის დიზაინერისთვის. თათა არის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ის არამხოლოდ თავის საქმის პროფესიონალია, როგორც არიქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი, არემედ საოცრად მეგობრული და მზრუნველი მენტორია, რომელიც კურსის დასრულების შემდეგაც მეხმარება და მაძლევს პრაქტიკულ რჩევებს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა რომ თათას სტუდენტი ვიყავი.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ნებისმიერი ახალი საქმის დაწყებისას ადამიანს უჩნდება შიში, ერთგვარი შფოთვა, რომ შეიძლება საქმე ისე არ გამოუვიდეს, როგორც სხვას. თუმცა ამ დროს ყველას გვავიწყდება რომ ასეთი რამ არარსებოს. განსაკუთრებით კრეატიულ საქმეში არ არსებობს გაწერილი წესები, არ არის საჭირო შევადაროთ საკუთარი თავი სხვას.

ჩვენ ყველა ვართ ინდივიდუალური ხედვის მქონე, ამიტომ მთავარი რჩევა ის არის, რომ მივყვეთ ჩვენს ინტუიციას, მოვუსმინოთ საკუთარ ხმას, დავიჯეროთ რომ რაღაცის სურვილი უკვე წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია და მიუხედავად იმისა რომ წინ გასავლელი გრძელი კიბე იქნება, გვახსოვდეს რომ მას მოაჯირიც მიყვება, რაც წონასწორობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ეს მოაჯირი არის სწავლა, გამოცდილება და ახლობელი ადამიანები.

ინტერიერის დიზაინი

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

თათამ საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, მოგვცა პროექტი, რისი დაგეგმარებაც არ გავდა პურზე კარაქის გადასმას. მოგვიწია ინტენსიური მუშაობა, ვისმენდით მენტორის რჩევას და შენიშვნებს. ერთ-ერთი კარგი თვისება, რაც თათას აქვს ის არის, რომ შენს, როგორც სტუდენტის, ინდივიდუალურ ხედვას პატივს სცემს. გაძლევს საშუალებას იმოგზაურო, იფანტაზიორო და ბოლოს კარგი შედეგი დადო. შთაგონების წყარო რა იყო? – მინდოდა თბილი ნათელი და პრაქტიკული ბინის გეგმა შემედგინა. ვფიქრობ, რომ არსებული მოცემულობით მე ეს შევძელი.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი