ჩვენი სტუდენტის ირაკლი ბურღაშვილის ფინალური პროექტი
თარიღი: 11 March, 2025
ირაკლი ბურღაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოუშენ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 12 ვორქშოპის შემდეგ Daft Punk-ის მიერ ინსპირირებული ანიმაცია შექმნა.
მე ვარ ირაკლი, 29 წლის. მოუშენ დიზაინი ყოველთვის მომწონდა. ხშირად ვადევნებ თვალს სხვადასხვა ცნობილი დიზაინერის ნამუშევრებს. ბავშვობაში გასართობად ვამონტაჟებდი ონლაინ თამაშების ვიდეოებს, თუმცა აქამდე არასდროს მიფიქრია ამ სფეროში საკუთარი თავის წარმოჩენაზე. იქიდან გამდინარე თუ როგორ განვითარდა ციფრული სამყარო, მეც ვცადე მისთვის მხარი ამება.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსი სოციალურ ქსელში ვნახე და მეგობრებისგანაც კარგი feedback-ი მივიღე. თავად კი მოუშენ დიზაინის კურსი გავიარე.
ამ კურსის გავლამდე youtube tutorial-ებს ვუყურებდი, მაგრამ ძალიან მიჭირდა, რაღაც პრობლემების გადაჭრა, ვერ ვხვდებოდი tool-ები სწორად როგორ გამომეყენებინა, თაიმლაინზე როგორ უნდა მემუშავა. კურსის დასრულების შემდეგ კი მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება პროექტზე მუშაობისას პრობლემების გადაჭრისა და წარმოსახვის რეალობად ქცევაში.
ჩემი ლექტორი, ნიკოლოზ ჯალაღონია ძალიან პროფესიონალურად და მეგობრულად უდგება თითოეულ სტუდენტს, არის მომთხოვნიც, რაც ჩემი აზრით, აუცილებელია ლექტორისთვის. კარგად ხსნიდა არსებულ მასალას და არასდროს ყოფილა კომუნიკაციის პრობლემა მასთან ნებისმიერ თემაზე.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, დღეში მინიმუმ ერთი საათის დათმობა ამ საქმისთვის და სხვისი ნამუშევრების კოპირება სცადონ. ნებისმიერი სირთულის ანიმაცია, რასაც ნახავენ, დააკოპირონ ეწვალონ და განვითარდნენ.
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო Daft Punk-ი და მის მუსიკაზე გაკეთებული ანიმაციები.