fbpx

ჩვენი სტუდენტის ირაკლი ანთიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 22 January, 2024

ირაკლი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. ირაკლიმ ინტერიერის დიზაინის კურსი გაიარა და 10 ვორქშოფის შემდეგ სხვადასხვა არქიტექტორების ინსპირაციით შექმნა ფინალური პროექტი. 

მე ვარ ირაკლი ანთიძე 33 წლის. ვხატავ, თუმცა ჩემს თავს მხატვარს ვერ ვუწოდებ. მიყვარს კინო, მუსიკა. შეიძლება ითქვას, რომ მელომანი ვარ. ესთეტიურ ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რამდენიმე წელი ვიმუშავე მონტაჟის რეჟისორად ტელევიზიაში, ახლა ინტერიერის დიზაინერი ვარ, რაც ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რაც აქამდე მიკეთებია.

ამ სფეროსადმი ინტერესი ყოველთვის მქონდა ჰობის დონეზე, თუმცა პირველი სერიოზული შეხება მაშინ მქონდა, როდესაც ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი აეშენებინათ. ეს იყო იდეალური  შანსი მემუშავა რეალურ პროექტზე, ამიტომ პროექტის ესთეტიური ნაწილი ჩემს თავზე  ავიღე. 

საბოლოოდ პროექტი განხორციელდა. ეს იყო ყველაზე რთული და პასუხისმგებლობით სავსე, თუმცა ასევე ყველაზე სასიამოვნო პროცესი. როდესაც დასრულდა მშენებლობა, საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ სფეროში უნდა მემუშავა პროფესიულ დონეზე.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ვიცოდი, როგორც სოციალური ქსელებიდან, ასევე – ჩემი მეგობრებისგან. აკადემიის  შერჩევაში დიდი დრო არ დამიკარგავს. ბევრი რეკომენდაცია მივიღე ჩემთვის საინტერესო ადამიანებისგან, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. 

მე გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი, სწავლის პროცესი საკმაოდ  ინფორმატიული იყო და ჩემთვის ყველა საჭირო ნიუანსი გავიგე. კურსი საინტერესო იყო, როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე შემოქმედებითი მიმართულებითაც. 

ისეთი დეტალები გავიგე, რაც სწავლის დაწყებამდე არ ვიცოდი. ტექნიკურად ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია რისი დამოუკიდებლად, აკადემიაში სწავლის გარეშე გაგებაც რთულია. ერგონომიკული ნიუანსები და მენტორის მიერ გაზიარებული დამკვეთებთან მუშაობის გამოცდილება შეუცვლელია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის საკუთარი ნამუშევრების პროფესიონალი მენტორის მიერ შეფასება იყო და იმ ზუსტი feedback-ის მიღება, რაც თავდაჯერებულობასა და მოტივაციას გმატებს. 

მენტორის კომპეტენცია ჩემთვის აკადემიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწავლის ხარისხს დიდ წილად ეგ განსაზღვრავს. ჩემი მენტორი იყო თათა სვანაძე, მის რეგალიებზე არ დავიწყებ საუბარს, რადგან ეს ადამიანი ყველასთვის ცნობილია, ვისაც ამ სფეროსთან აქვს შეხება. თათასგან მივიღე ყველა ის ინფორმაცია რაც მჭირდებოდა. როგორ გავაკეთოთ ხარისხიანი, პროფესიონალური პროექტი ქრონოლოგიურად ყველა ეტაპზე. ძალიან კომფორტული და მარტივია სწავლა პროფესიონალი მენტორისგან.

უმნიშვნელოვანესი იყო მის მიერ გაზიარებული პრაქტიკული ცოდნა, ადეკვატური feedback- ები, მრავალფეროვანი მიდგომა, დავალებების სწორად განსაზღვრა და ა.შ. საბოლოოდ, მადლობა თათას საინტერესო სამუშაო პროცესისთვის.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ ამ სფეროს მიუდგნენ შემოქმედებითად, შეინარჩუნონ და გამოიმუშაონ ინდივიდუალიზმი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეფერენსების თვალიერება და სხვადასხვა არქიტექტორებისა და დიზაინერების ნამუშევრების გაცნობა. მიუხედავად რიგი სირთულეებისა, არ დანებდნენ, რადგან შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.   

 ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო სხვადასხვა არქიტექტორების შემოქმედება იყო, თუმცა გამოვყოფდი იაპონელ არქიტექტორ Tadao Ando-ს შემოქმედებას.