fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – გუგა დოდაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 6 June, 2023

მე ვარ გუგა დოდაშვილი. პროფესიით გრაფიკული დიზაინერი. ვმუშაობ სხვადასხვა Freelance პროექტებზე.

კურსის დასრულების შემდეგ მომეცა საშუალება, გავმხდარიყავი მენტორის ასისტენტი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

ზოგადად, დიდი ხანია, რაც მაქვს ინტერესი ამ სფეროს მიმართ. ყოველთვის მინდოდა ჩემი იდეა, სათქმელი, ვიზუალური გზით გადმომეცა, რის შემდეგადაც გადავწყვიტე უფრო დეტალურად გავცნობოდი ამ პროფესიას და დავიწყე საკუთარი ძალებით სწავლა.

ცოდნის გაღრმავების მიზნით გადავწყვიტე, გრაფიკული დიზაინის სწავლა აკადემიაში დამეწყო, ყველაზე დიდი ნდობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიმართ გამიჩნდა. გადავხედე კურსდამთავრებულების ნამუშევრებს და გავეცანი რეკომენდაციებს. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან აკადემიაში დამხვდა მეგობრული და სასიამოვნო გარემო, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის დროს.

გრაფიკული დიზაინიგავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. მიუხედავად იმისა, რომ კურსის დაწყებამდე მქონდა გარკვეული ცოდნა. კურსის დასრულების შემდეგ ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც სამომავლოდ დამეხმარება საკუთარი თავის განვითარებაში.

როგორც უკვე აღვნიშნე, მქონდა გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა თუ, როგორ უნდა დამეგეგმა და შემესრულებინა სრულყოფილი პროექტი. რა ეტაპებს გადის დიზაინერი დამკვეთთან ურთიერთობის დროს? როგორ ხდება ბრიფზე მუშაობა? და ა.შ. ამ და ყველა დანარჩენ კითხვაზე კურსის მსვლელობისას მივიღე ამომწურავი პასუხები, რაც მომავალში დამეხმარება ჩემი შესაძლებლობების სწორად განვითარებაში.

გრაფიკული დიზაინიმენტორი – ქეთი შალუტაშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი,  რომელიც თავდაუზოგავად ცდილობდა, თავის ცოდნა ამომწურავად გადმოეცა ყველა სტუდენტისთვის. ამავდროულად არის მეგობრული და მზრუნველი მენტორი, რომელიც კურსის დასრულების შემდეგაც მეხმარება და მაძლევს რჩევებს. კურსის განმავლობაში ყოველთვის გვიზიარებდა მის გამოცდილებას, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტისთვის.გრაფიკული დიზაინისაკუთარ თავზე მუშაობა, არ შეუშინდეთ ახალ ექსპერიმენტებსა და გამოცდილებებს. გრაფიკული დიზაინი უსაზღვრო შესაძლებლობების სფეროა, ასე რომ, მიეცით საკუთარ თავს საშუალება შეისწავლოთ სხვადასხვა ტექნიკა, სტილი და ინსტრუმენტები. ათვალიერეთ სხვადასხვა ნამუშევრები, თვალი ადევნეთ სიახლეებს და ტენდენციებს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი მიმართულების არჩევაში და თქვენი სტილის ჩამოყალიბებაში.

ფინალურ პროექტზე ვიმუშავე ნამდვილ ბრიფზე, რომელიც შეიქმნა კრაფტ ლუდის კომპანიისთვის.

გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინი