ჩვენი სტუდენტის გიორგი გუგულაშვილის ფინალური პროექტი
თარიღი: 12 February, 2024
გიორგი გუგულაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან UI/UX დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ შექმნა საკუთარი ამაზონის მსგავსი პლატფორმა.
მე ვარ გიორგი გუგულაშვილი, პროფესიით გრაფიკოს დიზაინერი. ადრეული ასაკიდან ვხატავ ფანქარში და ნახშირში, ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის მიმართულებით. ბოლო დროს დავინტერესდი ანიმაციური პერსონაჟების შექმნით და ფურცელზე შესრულებული ზოგიერთი ნამუშევარი გავაციფრულე, როგორც ვექტორული ილუსტრაცია.
როდესაც გადავედი საკუთარი ნამუშევრების გაციფრულებაზე, აღმოვაჩინე ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა პროგრამა როგორებიცაა: ფოტოშოპი, ილუსტრატორი, აფტერ ეფექტი და სინემა 4D. დიჯითალ სივრცეში ჩემი შესაძლებლობები არის უსაზღვრო, როგორც ჩემი ფანტაზია. ვიზუალური ექსპერიმენტები გახდა ჩემი საყვარელი საქმიანობა. ერთ დღეს დრიბლზე შევნიშნე UI დიზაინის სექცია, ხშირად ვადევნებდი თვალს და მივხვდი რომ ჩემი ცოდნის თავმოყრას ზუსტად ამ დარგში შევძლებდი. ასე გავეცანი Adobe XD-ს. ინტერნეტის საშუალებით დავიწყე მისი სწავლა და პროცესში აღმოვაჩინე Figma, რომელმაც უსაზღვრო ჰორიზონტი მომცა ჩემი შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის.
როდესაც გადავწყვიტე UI&UX პროგრამის გავლა, ბევრმა ჩემმა მეგობარმა მირჩია ციფრული ინდუსტრიის აკადემია, მეც დავუჯერე მათ რჩევას და მიხარია, რომ ასე მოვიქეცი
გავიარე UI&UX დიზაინის კურსი. მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც მომავალში გამოვიყენებ, რათა ვიყო კონკურენტუნარიანი და ჩემი საყვარელი საქმის პროფესიონალი.
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე არის დეტალებზე ორიენტირება. ვიზუალური ნამუშევრის კომპოზიციურად სწორად განაწილება, ფერთა პალიტრის შერჩევა და მნიშვნელოვანი ელემენტების სწორად დახარისხება სამუშაო სიბრტყეზე. ასევე გამოვარჩევდი მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარს, რაც გულისხმობს სხვადასხვა აიქონით ინტერაქციას.
ჩემი ლექტორი იყო გიგი მანიჟაშვილი. მან დაიმსახურა ჩემი დიდი პატივისცემა, როგორც პიროვნულად და როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალმა.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ არ დანებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პირველი 200 დიზაინი ძალიან ცუდია. სქილი და გემოვნება ყალიბდება დროსთან ერთად. ვურჩევდი, ხშირად ათვალიერონ სხვადასხვა დიზაინერული პლატფორმები: ბიჰენსი, დრიბლი და სხვა. თვალი ადევნონ სხვა დიზაინერების პორტფოლიოს, თანამედროვე ტრენდებსა და სტილს. გზა არ იქნება მარტივი, მაგრამ შრომა არასდროს ჩამოუვარდება ნიჭს.
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ამაზონი, მე შევეცადე შემექმნა იგივე პლატფორმა მაგრამ შედარებით უფრო მარტივი და თანაც ყველა სახის მომხმარებლისთვის.