fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის –  ეთი ხარებაშვილის ნამუშევრები

თარიღი: 22 November, 2022

,,ჩემი მენტორი იყო ქეთი შალუტაშვილი, რომელიც ყოველთვის ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევდა და დაუზარებლად პასუხობდა შეკითხვებს.”

გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, ეთი ხარებაშვილის ფინალურ პროექტს:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ ეთი ხარებაშვილი, 27 წლის, თბილისიდან.

-როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

პატარა ასაკიდანვე გამიჩნდა ინტერესი ხელოვნებისადმი, ჩემი ჰობიც ხატვა და ძერწვა იყო. ციფრულ სამყაროში გადანაცვლებამ კი აღმომაჩენინა ჩემთვის სრულიად ახალი და ძალიან საინტერესო სფერო, გრაფიკული დიზაინი. ვათვალიერებდი ძალიან ბევრ ნამუშევრებს და რაც უფრო მეტს ვეცნობოდი, მით მეტად მინდებოდა მისი შესწავლა.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

სოც. მედიაში გრაფიკული დიზაინის არა ერთი კურსი მხვდებოდა, თუმცა ციფრული ინდუსტრიის აკადემია ავარჩიე, რადგან სხვებთან შედარებით კონკრეტულად, გასაგებად ეწერა ინფორმაცია და ჰქონდა დადებითი გამოხმაურებები.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რომელიც დამწყებისთვის საკმაოდ ინფორმატიული და საინტერესო იყო. ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

უნარის მხრივ, ალბათ, უფრო ტექნიკური უნარები შევიძინე.

-მენტორი..

ჩემი მენტორი იყო ქეთი შალუტაშვილი, რომელიც ყოველთვის ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევდა და დაუზარებლად პასუხობდა შეკითხვებს.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი იყვნენ თანმიმდევრულები და ჰქონდეთ დისციპლინა, რომელიც აუცილებლად დაეხმარებათ საკუთარ თავზე მუშაობაში და უნარების განვითარებაში.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალურ ნამუშევრის თემაზე ბევრი არ მიფიქრია, უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორის, ნილ გეიმანის კომიქსის ‘’The Sandmen’’ ფავორიტი პერსონაჟების ილუსტრაცია შემექმნა.

გრაფიკული დიზაინი