fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ელენე ძიმისტარიშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 5 December, 2023

ჩვენი სტუდენტის მორიგი წარმატებული პროექტი. ელენე ძიმისტარიშვილმა გრაფიკული დიზაინის კურსი დაასრულა. მან ეს პროექტი მხოლოდ 14 ვორქშოფის შედეგად შექმნა.

,,მე ვარ ელენე ძიმისტარიშვილი, 19 წლის. ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში, პიარისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე. 

ინტერესი ამ სფეროსადმი ბავშვობიდანვე მქონდა. ყოველთვის ვაკვირდებოდი და დეტალურად ვაფასებდი ნებისმიერ გრაფიკულ ნამუშევარს, რასაც ყოველდღიურად ვხედავდი. დავრწმუნდი, რომ ვიზუალიზაციას დიდი ძალა აქვს, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე კარგად ასახავს რეალობას და ღრმა შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანს. მინდოდა, ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვყოფილიყავი, თუმცა მეგონა, რომ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად რაიმე განსაკუთრებული ნიჭი იყო საჭირო, რითაც მე არ გამოვირჩეოდი და ამის გამო უკან ვიხევდი. საბედნიეროდ, მაინც გადავდგი ნაბიჯი და საკუთარი თავი გამოვცადე.  

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საქმიანობასა და აქტივობებს მუდმივად ვადევნებდი თვალს სოციალური ქსელების საშუალებით. მრავალი რეკომენდაციისა და საზოგადოებაში არსებული ნდობის საფუძველზე, აქ გადავწყვიტე მოსვლა და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. 

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ის მოლოდინები, რაც დასაწყისში მქონდა, ახლოსაც ვერ მივა იმ შედეგამდე, რაც თითოეულმა სტუდენტმა დავდეთ კურსის ბოლოს. 

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც სწავლის პროცესში გამოვიმუშავე, არის თავდაჯერებულობა და იმის რწმენა, რომ, თუ რაიმეს სურვილი გაქვს, შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი. ამაში ჩემი მენტორი, მიაკო ნადირაძე, დამეხმარა, რომელსაც ერთხელაც არ შეუტანია ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი, მუდამ პროგრესისკენ მომიწოდებდა და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა. 

დამწყებ დიზაინერებს პირადი გამოცდილებიდან ვურჩევდი – არ შეუშინდნენ შეცდომებს, სირთულეებს, არ დაინანონ დრო ამ საქმისთვის და იპოვონ თავიანთი სტილი, რომლითაც ისინი სხვებისგან გამორჩეულები იქნებიან. 

როგორც კი text masking მასწავლა მენტორმა, იმ დღიდან ვფიქრობდი, რომ ფინალური ნამუშევარი ამ სტილში უნდა გამეკეთებინა. რაც შეეხება თემატიკას, ინსპირაციის წყარო იყო ჩემი მეგობარი, რომელიც აქტიურად არის ჩართული „ფორმულა 1-ის“ ჩემპიონატებში და მასთან ერთად რბოლის ყურების დროს იმდენად მომეწონა მათი დიზაინი, ფერები და განწყობა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად წარმოვიდგინე. იდეის მოფიქრება და განხორციელება საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო.”გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინი