fbpx
ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი

ჩვენი სტუდენტის ელენე ვარსიმაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 25 July, 2025

ელენე ვარსიმაშვილი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი გაიარა და 10 ვორქშოპის შემდეგ თანამედროვე ბინის ინტერიერის დიზაინი შექმნა.

მე ვარ ელენე ვარსიმაშვილი, 20 წლის, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. ყოველთვის მიზიდავდა კრეატიული სფერო და განსაკუთებით ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყე ჩემს სფეროში განვითარება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, საფუძვლიანად შემესწავლა ინტერიერის 3D ვიზუალიზაცია და განმევითარებინა ის უნარები, რაც დღევანდელ ციფრულ ბაზარზე მნიშვნელოვანია.

ბავშვობიდანვე მიზიდავდა ხატვა და შემოქმედებითი სფერო, მაგრამ პროფესიულ დონეზე ინტერიერის დიზაინით და 3D ვიზუალიზაციით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი, როცა შევამჩნიე, როგორი გავლენა აქვს სივრცეს ადამიანების კომფორტსა და განწყობაზე. ამ ინტერესმა მიმიყვანა ტექნოლოგიური ნაწილების, ანუ პროგრამული მუშაობის ღრმა შესწავლამდე.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ჩემი მეგობრის რეკომენდაციით შევარჩიე. შედეგით და ლექტორებით ძალიან კმაყოფილი იყო და მეც მირჩია, რომ გამეარა ეს კურსი, რომელიც სამომავლოდ ჩემს პროფესიაშიც დამეხმარებოდა და ამ ეტაპზე სამხატვრო აკადემიაშიც, როგორც პროგრამულ, ისე თეორიულ დონეზე.

აკადემიაში გავიარე ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი. შთაბეჭდილება ძალიან დადებითი იყო, განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩემს ლექტორს – დაჩი ხაზალიას, რომელმაც 1 თვეში მოახერხა ჩემთვის მოეცა იმხელა ცოდნა, რომ კურსის დასრულებისთანავე შევძელი დამეწყო სტაჟირება დეველოპერულ კომპანია „არქიში“ 3D გრაფიკოსად. ჩემი აზრით, კარგი ლექტორი მხოლოდ ცოდნის გამზიარებელი არ არის , ის არის ადამიანი, რომელიც სწავლის პროცესს გარდაქმნის შთაგონებად. სწორედ ასეთი იყო ჩვენი ლექტორი. ის არის უზომოდ კომპეტენტური და დეტალებზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ადამიანურადაც მუდამ გვერდით გვედგა. თითოეულ სტუდენტს ინდივიდუალურად გვაჩვევდა სწორ ხედვას. ლექტორისგან არამხოლოდ 3ds Max-ისა და V-Ray-ის ტექნიკური ცოდნა მივიღე, არამედ დაკვირვებულობის და მუდმივი განვითარების მნიშვნელობაც გავიაზრე. მან გვასწავლა, რომ რეალისტური რენდერის მიღმა იმალება დიდი მოთმინება, პატარ-პატარა დეტალებზე ორიენტირებულობა და ამ პროცესით სიამოვნების მიღება. უსაზღვრო მადლიერებას ვგრძნობ იმისთვის, რაც მივიღე  არა მხოლოდ ცოდნის, არამედ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ასეთი ლექტორი იშვიათი ბედნიერებაა და მიხარია, რომ ჩემი პირველი ნაბიჯები 3D დიზაინის სამყაროში სწორედ ამ ადამიანთან ერთად გადავდგი.

კურსის სილაბუსი ძალიან ეფექტურია, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ნულიდან იწყებს ამ სფეროში მოღვაწეობას. დავიწყეთ საფუძვლებიდან და ეტაპობრივად გავიარეთ რთული მოდელირება, ტექსტურები, განათება და რენდერები. ძალიან მომეწონა, რომ ყოველი ვორქშოფი სრულდებოდა პრაქტიკული დავალებით, რაც საშუალებას გვაძლევდა გამოცდილება დაგვეგროვებინა.

კურსის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი – კომპიუტერთან ურთიერთობის უნარი შევიძინე. არამხოლოდ 3DS MAX პროგრამა შევისწავლე, არამედ სუფთად მუშაობა, ფაილების სწორად შენახვა, დახარისხება და სწორი ესქპორტი, რაც ვთვლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები არტისტებისთვის. ყოველი გაკვეთილი ჩემთვის მოტივაციის წყარო იყო, ვიცოდი, რომ ლექტორი გულწრფელად იყო დაინტერესებული ჩვენი განვითარებით და მისი უკუკავშირი ყოველთვის იყო ჩვენზე ორიენტირებული.

რჩევა დამწყები დიზაინერებისთვის იქნება, რომ არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და არ დაელოდოთ სრულყოფილ შედეგს პირველივე ცდაზე. სხვადასხვა არტისტი ერთ შედეგზე სხვადასხვა გზით გადის და ეცადეთ იპოვოთ მათ შორის თქვენთვის კომფორტული. პრაქტიკა და საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თვალი ადევნეთ ტენდენციებს და სხვა არტისტების ნამუშევრებს, ეს შთაგაგონებთ და აუცილებლად დაგეხმარებათ განვითარებაში.

ჩემი ფინალური ნამუშევარი იყო თანამედროვე ბინის ინტერიერი. შთაგონება მივიღე მინიმალიზმისა და თანამედროვე სტილის სინთეზისგან. მსურდა შემექმნა სივრცე, რომელიც მყუდრო, ფუნქციური და ვიზუალურად ჰაეროვანი იქნებოდა. ასევე, ვეცადე ზუსტად გადმომეცა მასალების ტექსტურა და სინათლის ბუნებრივი მოძრაობა.