fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ელენე ფერაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 23 May, 2023

“ციფრული ინდუსტრიის აკადემია ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქართულ ბაზარზე. უამრავი წარმატებული სტუდენტი კი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.”

ჩვენი კურსდამთავრებული – ელენე ფერაძე მოგიყვებათ თუ რა მნიშვნელოვანი უნარები გამოიმუშავა გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში და რა გახდა მისი შთაგონების წყარო ფინალურ პროექტზე მუშაობისას.

მე ვარ ელენე ფერაძე, პროფესიით მარკეტერი, ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში სენიორ მარკეტინგის მენეჯერად. 

ბავშვობიდან ყოველთვის მქონდა ხელოვნებასთან კავშირი, თუმცა ძირითადად მუსიკალური განხრით. მას შემდეგ, რაც სწავლა დავასრულე და პროფესიულ საქმიანობას შევუდექი, ვეძებდი ისეთ საქმიანობას, რომელიც თავისუფალ დროს საშუალებას მომცემდა ვიზუალურად გამეცოცხლებინა სხვადასხვა იდეა.

გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიციფრული ინდუსტრიის აკადემია ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქართულ ბაზარზე. უამრავი წარმატებული სტუდენტი კი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მე და ჩემს მეგობარს დიდხანს გვინდოდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა. ციფრული ინდუსტრიის აკადემიას კი დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს. ერთ მშვენიერ დღეს, სპონტანურად გადავწყვიტეთ კურსზე დარეგისტრირება და არც შევმცდარვართ, ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება და ახალი უნარ-ჩვევა, რომელსაც აუცილებლად განვავითარებ.

მთავარი უნარი, რაც შევიძინე არის ის, რომ შემიძლია ვიზუალურად ნებისმიერი სახის იდეის, ფიქრისა თუ წარმოსახვის გაცოცხლება.  

დაკვირვების უნარი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღე სხვადასხვა სიტუაციების, ადამიანების, ნივთების, მოვლენების დაკვირვების უნარი, შესაძლებლობას მაძლევს ინსპირაცია ვეძებო ყველგან, იქ, სადაც ერთი შეხედვით მისი პოვნა შეუძლებელია.გრაფიკული დიზაინი

ჩემი მენტორი – მიაკო ნადირაძე. საუკეთესო მენტორი, რომელიც შეიძლებოდა მყოლოდა.

ძალიან ბევრს ჰგონია, მათ შორის მეც მეგონა, რომ თუ ხატვა არ გამოგდის გრაფიკულ დიზაინს ვერ ისწავლი, თუმცა დამწყებ დიზაინერებს ვეტყოდი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სტერეოტიპია.

თავიდან აუცილებლად ბევრი შეგეშლებათ, ხან იფიქრებთ რომ „პროგრამამ აურია“, ხან იდეის სწორად გადმოტანას ვერ შეძლებთ, ხან კი უბრალოდ იდეების სიმცირე გაფიქრებინებთ, რომ გრაფიკული დიზაინი „თქვენი არაა“.

ფაქტი კი ისაა, რომ გრაფიკული დიზაინი ამოუწურავ ვიზუალურ შესაძლებლობას გაძლევთ და თუ მოინდომებთ, თქვენც აუცილებლად შეძლებთ: მიზანმიმართულობით, მოთმინებით და შრომისმოყვარეობით (თვისება, რომელიც ძალიან დაგჭირდებათ).

გრაფიკული დიზაინიჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა. ამჟამად ერთ-ერთი ძირითადი პროექტი, რომელზეც ვმუშაობ მოიცავს საერთაშორისო marketplace-ის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და იმპლემენტაციას. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მდგრადი მოდა სულ უფრო და უფრო ტრენდული ხდება, გადავწყვიტე შემექნა ონლაინ ჟურნალი, რომელიც Gen Z-ისა და ახალგაზრდა მილენიალებს ტარგეტირებული ვიზუალური კომუნიკაციით მიაწოდებდა საჭირო ინფორმაციას მდგრადი მოდის შესახებ. 

თავდაპირველად მოვიფიქრე პროექტის სახელი Impact, რომელიც ნიშნავს გავლენის მოხდენას. ვფიქრობ, დროა თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ არჩევანს და სწორი გადაწყვეტილებებით გავლენა მოახდინოს ინდუსტრიაზე (სწრაფი მოდა), რომელიც ზიანს აყენებს გარემოსა და ადამიანებს. 

შემდეგი ეტაპი იყო, რეალური კონტენტის მოძიება და ვიზუალური კონცეფციის შექმნა. ჩემი მიზანი იყო, რომ ვიზუალური კომუნიკაცია ყოფილიყო თანმიმდევრული, საინტერესო, დასამახსოვრებელი და რაც მთავარია მარტივად აღქმადი.

გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინიგრაფიკული დიზაინი