fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ელენე ოღაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 2 September, 2024

ელენე ოღაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ flat character-ების სერია შექმნა. 

მე ვარ ელენე ოღაძე, 24 წლის. პროფესიით ვარ ინჟინერ არქიტექტორი, თუმცა გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება მეტად თავისუფალ და კრეატიულ პროფესიასთან დამეკავშირებინა. ძალიან მიყვარს სახვითი ხელოვნება და მუსიკა, რაც ჩემს ყოველდღიურობაში პირველი შთაგონების წყაროა.

ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად რაღაც მომენტში ჩაისახა ჩემში ინტერესი გრაფიკული დიზაინის მიმართ. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ვაკვირდებოდი სხვების მიერ შექმნილ დიზაინებს, ზოგი მომწონდა და მინდებოდა, მეც მსგავსი ნამუშევრები შემექმნა, ზოგი არ მომწონდა და ვფიქრობდი როგორ დამეხვეწა. 

გრაფიკული დიზაინის შესწავლა საბოლოოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, მას შემდეგ, რაც მივხდი რომ შესწავლილი პროფესიით დასაქმება არ შეესაბამებოდა ჩემს მოლოდინებს.

თავიდან დამოუკიდებლად დავიწყე სწავლა. მალე მივხვდი, რომ საჭირო იყო სტრუქტურირებული ცოდნის მიღება. ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში კურსის გავლის გადაწყვეტილება სხვა სტუდენტების შეფასებებზე დაყრდნობით მივიღე და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩემი მოლოდინი გაამართლა. 

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ცოდნა მქონდა დამოუკიდებლად მიღებული, ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე. 

ვფიქრობ, მთლიანობაში ეს კურსი დამეხმარა უფრო გააზრებულად და თავდაჯერებულად შემებიჯებინა გრაფიკული დიზაინის სამყაროში. 

რაც შეეხება ლექტორს, ვიტყოდი, რომ მიაკო ნადირაძე საუკეთესო ლექტორია. კურსის განმავლობაში ამომწურავად მოგვცა ის ცოდნა, რაც შეიძლება დამწყებ გრაფიკულ დიზაინერს დასჭირდეს.  მისი მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ყოველთვის ცდილობდა, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დიდ ყურადღებას აქცევდა თითოეული სტუდენტის ინდივიდუალურობას და არ გვაქცევდა ჩარჩოებში. ლექციების ინტერაქციული სტილიც პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ვხედავდი, რომ ყველანი ჩართულები ვიყავით პროცესში, რაც არამხოლოდ ლექტორთან, არამედ სხვა სტუდენტებთანაც მეტ თვითგამოხატვის სივრცეს ქმნიდა. მიაკო ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა ნებისმიერ საკითხში ლექციებზეც და არასალექციო დროსაც. 

ჩემი რჩევა დამწყები დიზაინერებისთვის იქნებოდა ნაკლებად თვითკრიტიკულები იყვნენ. ალბათ ამას საკუთარი თავიდან გამომდინარე ვამბობ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა საიდანღაც ვიწყებთ სწავლას და თავიდანვე პროფესიონალის დონეზე არ გამოგვივა ყველაფერი.

ფინალური პროექტისთვის მინდოდა, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაშიც ჯერ გამოცდილება არ მქონია. პროექტის იდეა რამდენიმე ლექციით ადრე დაიბადა, როცა flat character-ებს ვსწავლობდით. 

მსგავს სტილში სხვისი ნამუშევრები მომწონდა, თუმცა ჩემით ცდა ყოველთვის მაშინებდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, გამეკეთებინა პროექტი ადამიანებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს. 

ეს პროექტი ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის, კიდევ ერთი საფეხური – რომელიც დავძლიე. 

გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი