fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ელენე კეკენაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 13 December, 2024

ელენე კეკენაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ ქართული სიმღერების პოსტერები შექმნა. 

მე ვარ ელენე კეკენაძე. ვსწავლობ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი.

ყოველთვის მქონდა ინტერესი ხელოვნებისა და ხატვის მიმართ. ვფიქრობ,  სწორედ ეს ინტერესი დამეხმარა, რომ საბოლოოდ დიზაინის სწავლა დამეწყო. თავდაპირველად, UI/UX დიზაინის კურსი გავიარე, თუმცა შემდეგ ჩემი თავი უფრო მეტად გრაფიკულ დიზაინში დავინახე.

თავიდან ჩემი მეგობრების რეკომენდაციით გავაკეთე არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე. პირველი კურსის გავლის შემდეგ კი გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინიც სწორედ აქ მესწავლა.

რამდენიმე თვის წინ დავასრულე გრაფიკული დიზაინის კურსი. ვფიქრობ, რომ ყველა ის უნარი შევიძინე, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების წარმატებულად განხორციელებაში.

კურსმა მასწავლა, თუ როგორ გამოვიყენო რესურსები და იდეები ეფექტურად, რომ ვიზუალურად მიმზიდველი და იდეურად სწორი შედეგი მივიღო.

ჩემი ლექტორი იყო მიაკო ნადირაძე და გულწრფელად ვამბობ, რომ მისი რჩევები და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დამეხმარება, რომ გავხდე წარმატებული და პროფესიონალი დიზაინერი. ის ყოველთვის ცდილობდა, შეექმნა ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ საკუთარი თავი სხვადასხვა სტილში გამოცადონ. იყავით გაბედულები და ბოლოს აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენს სტილს, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. 

ფინალური პროექტი ქართული სიმღერების ინსპირაციით შევქმენი. გავაკეთე ექვსი პოსტერი, რომლებშიც შევეცადე, რომ სიმღერების მელოდია და ტექსტი ვიზუალურად გადმომეცა. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ თანამედროვე სტილი და ძველი ქართული სიმღერების ხასიათი ერთად გადმომეტანა პოსტერებზე.

გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი