fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ელენე ელბაქიძის ნამუშევრები

თარიღი: 13 December, 2022

,,გავხდი უფრო მეტად კრეატიული, შევიძინე ძალიან ბევრი ახალი უნარი, რაც გრაფიკულ დიზაინერს სჭირდება.”

დღეს ელენე ელბაქიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-თქვენ შესახებ, რომ მოგვიყვეთ?

მე ვარ ელენე ელბაქიძე, 22 წლის დამწყები გრაფიკული დიზაინერი.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

ყოველთვის მქონდა ხელოვნების, მუსიკის და ზოგადად შემოქმედებით სფეროში საკუთარი იდეების გადმოცემის სურვილი და ვეძებდი გზას, რომელიც მომცემდა საშუალებას ეს იდეები ზუსტად და სრულფასოვნად გამომეხატა. ვფიქრობ, რომ ეს გზა აღმოჩნდა გრაფიკული დიზაინი.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ბევრის რეკომენდაციით გადავწყვიტე უფრო დეტალურად მომეძიებინა ინფორმაცია ამ აკადემიაზე, სოციალურ ქსელებში შეხვედრილი შეთავაზებებიდან და მათი სტუდენტების წარმატებებიდან გამომდინარე გადავწყვიტე საკუთარი თავი განმევითარებინა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნით და შეძენილი გამოცდილებით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მოკლე დროში ძალიან ხარისხიანად მივიღე ბევრი საჭირო ინფორმაცია.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?

კურსის მეშვეობით ბევრი ძალიან კარგი რაღაცის კეთება და შექმნა ვისწავლე, გავხდი უფრო მეტად კრეატიული, შევიძინე ძალიან ახალი უნარები, რაც გრაფიკულ დიზაინერს სჭირდება და მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი რაც ჩემს გონებაშია ვიზუალურად საკმაოდ კარგად გადმოვცე.

-მენტორი..

ძალიან გამიმართლა და მიხარია რომ ქეთი შალუტაშვილი იყო ჩემი მენტორი, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო ადამიანი და თავის საქმის პროფესიონალი. სრულიად ამომწურავად და საინტერესოდ გვიზიარებდა თავის ცოდნას, ყოველი ლექცია იყო მრავალფეროვანი და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული. დიდი მადლობა მას იმისათვის, რომ ამ სფეროში ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ მუდმივად იმუშაონ საკუთარ თავზე, მისცენ მათ გონებას ის თავისუფლება, რომელიც ძალიან დაეხმარებათ ამ სფეროში, იყვნენ მიზანდასახულები და არ შეუშინდნენ შემხვედრ დაბრკოლებებს.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ვფიქრობ რომ საკუთარი თავის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ყველას ცხოვრებაში და ჩვენს თავს პატარ-პატარა აფირმაციებით ყოველდღიურად უნდა შევახსენოთ, რომ გვიყვარდეს საკუთარი თავი.

ვეცადე ეს იდეა ვიზუალურადაც, შინაარსობრივადაც სწორად და ესთეტიკურად გადმომეცა.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი