fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – დემეტრე შაფაქიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 24 April, 2023

გამარჯობა. მე ვარ დემეტრე შაფაქიძე, 18 წლის. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკოსი ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი. დაახლოებით 3 წლის წინ დავინტერესდი გრაფიკული დიზაინით და წელს მომეცა შესაძლებლობა უფრო ახლოს გავცნობოდი ამ სფეროს.

სანამ სწავლას დავიწყებდი აზრი ჩემს მეგობარს ვკითხე, რომელიც გრაფიკული დიზაინერია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემია მირჩია. შემდგომ თვალი გადავავლე სტუდენტების ნამუშევრებს და თამამად ვიტყვი, რომ ციფრულ ინდუსტრიის აკადემიაში სწავლის დაწყება იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება.

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. შედეგით აღფრთოვანებული ვარ. მივიღე ილუსტრატორთან და ფოტოშოპთან მუშაობის დიდი გამოცდილება. კურსის დასრულებისთანავე დავიწყე თანამშრომლობა ერთ-ერთ ჟურნალ-გაზეთთან.

გრაფიკული დიზაინი

პირველ რიგში, ვისწავლე საკუთარი ნამუშევრის პრეზენტირება, ბრიფის სწორად გაგება, სამუშაო დაფის მოწესრიგება და უამრავი სხვა დეტალი, რომელსაც პრაქტიკაში ვიყენებ.

აკადემიაში დამხვდა იდეალური სამუშაო გარემო, რაც გამოიხატება სტაფის მოწესრიგებულობაში. რა თქმა უნდა, აღვნიშნავ ნინა სარიაშვილის დამოკიდებულებას სტუდენტებისადმი. ყველა სტუდენტს უდგება ინდივიდუალურად, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, საიტებს და ვიდეოებს, რომლებიც გაგვიმარტივებს პროგრამასთან მუშაობას. არ ვსაუბრობ წარსულ ფორმაში, რადგან ნინასთან კურსის დამთავრების შემდეგაც გვაქვს ჯგუფის ნებისმიერ წევრს კონტაქტი და მაქსიმალურად გვეხმარება ამა თუ იმ საკითხის გადაჭრაში.

გრაფიკული დიზაინი

დამწყებ დიზაინერებს იმავე რჩევას მივცემდი რა სიტყვებიც ნინამ გვითხრა პირველ ლექციაზე: ’’ნიჭი მხოლოდ 1 პროცენტია, დანარჩენი კი მონდომებაა.“ – ზუსტად გრაფიკული დიზაინია ის სფერო, სადაც მონდომება ფასდება.

ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ის ფილმები, რომლებიც ნამუშევრებში მაქვს ასახული. მინდოდა კონსტრუქტივიზმის სტილით შემექმნა რამდენიმე ნამუშევარი ხალხისთვის ნაცნობ ფილმებზე და ახლაც ვაგრძელებ მსგავსი ნამუშევრების შექმნას და საზოგადოებისთვის გაზიარებას სოციალური ქსელების მეშვეობით.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი