fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ბარბარე ჯოჯუას ფინალური პროექტი

თარიღი: 20 June, 2023

მე ვარ ბარბარე ჯოჯუა, 22 წლის. ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინზე.

ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელოვნება და დიზაინი. ასევე მამაჩემიც არის მხატვარი და შესაძლოა ამანაც იქონია ზეგავლენა, რომ მეც ხელოვნებისკენ წავსულიყავი.

ძალიან მინდოდა გრაფიკული პროგრამირების სწავლა და ვეძებდი საუკეთესო აკადემიას, სადაც სრულფასოვნად გავივლიდი კურსს და მივაგენი ციფრული ინდუსტრიის აკადემიას.

გრაფიკული დიზაინი

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, სადაც დეტალურად გავიარე ყველა ის საკითხი, რომელიც ჩემს ინტერესში ჯდებოდა. ეს ყველაფერი იმაზე საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

მეტად თავდაჯერებული გამხადა. თავიდან ცოტა მეშინოდა, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ ყოველი ლექციის შემდგომ, ვრწმუნდებოდი რომ ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო. ასევე ვისწავლე დროის მენეჯმენტი, მივიღე რთულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება, გავხდი უფრო მეტად კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული.

გრაფიკული დიზაინი

მიაკო ნადირაძე არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს მენტორი.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ იყვნენ  თავდაჯერებულნი, რაც აქვთ წარმოსახვაში (კრეატივი), ეცადონ რომ მაქსიმალურად გადმოსცენ და  რაც მთავარია სიზარმაცე დატოვონ უკან.

ფინალური პროექტისთვის ძალიან მინდოდა გამეკეთებინა რაიმე განსხვავებული. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ინი და იანის ლოგოში ჩამეხატა სამურაები და იაპონური ელემენტები, რაზეც ვფიქრობდი რომ იქნებოდა ძალიან მრავალფეროვანი, განსხვავებული, კრეატიული  და საინტერესო.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი