fbpx
ბრენდ დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ანი რეიხანოვის ფინალური პროექტი

თარიღი: 9 July, 2024

ანი რეიხანოვი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული და ბრენდ დიზაინის კურსები გაიარა და რესტორან “ამო რამეს” ახალი იდენტობა შექმნა. 

მე ვარ ანი, 19 წლის. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გარემოსა და არქიტექტურის ფაკულტეტზე.

გრაფიკული დიზაინი სულ მაინტერესებდა. ვინაიდან შეხება მაქვს ხელოვნებასთან, ამ სფეროს შესწავლაც ყოველთვის მინდოდა. ჩემს სფეროშიც გრაფიკული დიზაინის ცოდნა არანაკლებად მნიშვნელოვანია.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიას დიდი ხნის მანძილზე ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელებში. საბოლოოდ მეგობარმაც მირჩია, რომ კურსი აქ გამევლო.

თავდაპირველად გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი ნინა სარიაშვილთან, რომლის ფარგლებშიც მივიღე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ასევე გავეცანი გრაფიკული დიზაინის ისტორიას, რომელიც საკმაოდ საინტერესოა.

ქომუნითი მენეჯერის რჩევით გავიარე ბრენდ დიზაინის კურსიც, რომელიც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. ცოდნასთან ერთად გავიცანი ბევრი ადამიანი, მათთან ურთიერთობა სწავლის ერთ-ერთი საუკეთესო პროცესი იყო.

კურსების მეშვეობით შევისწავლე არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ – თეორიული ცოდნაც და შევძელი საკუთარი თავის უკეთ გამოხატვა.

ბრენდ დიზაინის ლექტორი, თამარ ჭაბუკიანი ყველანაირად მაძლევდა მოტივაციას და შემმატა თავდაჯერებულობა.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ დიდი დრო დაუთმონ დავალებებზე მუშაობას. ასევე დროის სწორი მენეჯმენტიც უმნიშვნელოვანესია, რაც მე ყოველთვის მიჭირს.

ბრენდ დიზაინის კურსის ფინალური ნამუშევარი უნდა ყოფილიყო რესტორან “ამო რამეს” ახალი იდენტობა. შესაქმნელი იყო ლოგო, სტილი, მერჩენდაიზი. ლოგოს ინსპირაცია იყო “ამო რამეს” უკვე არსებული ლოგო, რომელიც ასევე ჩიტს გამოსახავდა. ჩემი მიზანი იყო, რესტორნის იდენტობა მეგობრული და პროგრესული ყოფილიყო.

ბრენდ დიზაინის კურსი

ბრენდ დიზაინის კურსიბრენდ დიზაინის კურსი

ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი ბრენდ დიზაინის კურსი