fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ანი კორაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 5 April, 2023

გამარჯობა, მე ვარ ანი კორაშვილი, 25 წლის. დავამთავრე ეკონომიკის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი პროფესიით რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, მივხვდი, რომ ყოველი სამუშაო დღე იყო რუტინული. მინდოდა უფრო მეტად შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი ინტერესი გრაფიკული დიზაინისადმი, რათა მქონოდა საშუალება აზრები და იდეები ციფრულად გამომეხატა.

მას შემდეგ, რაც მოვიძიე ინფორმაცია ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ვიფიქრე, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია საქართველოს ბაზარზე, ასევე დიდი როლი ითამაშა მეგობრის რეკომენდაციამ და ვფიქრობ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ყოველი შეხვედრა იყო სიახლეებით აღსავსე, საინტერესო და მრავალფეროვანი.

გრაფიკული დიზაინი

ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კურსის განმავლობაში შევიძინე უფრო მეტად შემოქმედებითი აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობაა. ნათია ჯაბანაშვილი – ძალიან კარგი მენტორი და საქმის პროფესიონალი, რომელმაც არა მხოლოდ ტექნიკური დეტალები შემასწავლა, არამედ დიდი როლი ითამაშა ჩემი შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. ვფიქრობ სწორედ ნათიას მიერ მოცემულმა რჩევებმა და მოტივაციამ განაპირობა ის, რომ საბოლოოდ დამეძლია სრულიად უცხო პროფესიის დაუფლების შიში.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ ყოველთვის იფიქრონ განვითარებაზე და დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ.

ფინალური დავალება გულისხმობდა ბრენდინგს, ვინაიდან არ ვიყავით შეზღუდული კონკრეტულ თემატიკაზე, გადავწყვიტე გამეკეთებინა ტურისტული სააგენტოს ბრენდინგი, რამაც მომცა საშუალება ჩემთვის საინტერესო თემაზე მემუშავა. მთავარი ინსპირაცია მოგზაურობა და იაპონიისადმი სიყვარული გახლდათ.