fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ანი ბაქრაძის ფინალური პროექტი

თარიღი: 17 October, 2025

ანი ბაქრაძე ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ ყავის ბრენდის დიზაინი შექმნა. 

მე ვარ ანი ბაქრაძე, 26 წლის. ვარ UI/UX დიზაინერი და უკვე 2 წელზე მეტია, ვმუშაობ საზღვარგარეთ ამ პროფესიით. აქვე, არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ციფრული ინდუსტრიის აკადემია დამეხმარა. 4 წლის წინ ჩემი პირველი კურსი სწორედ აქ გავიარე.

ჩემი კარიერული გზა საკმაოდ საინტერესოა, რადგან მივატოვე სამედიცინო კარიერა. კოვიდის პერიოდში, როდესაც დიდი დრო მქონდა ფიქრისთვის და მეტწილად სახლში ვიჯექი, მივხვდი, რომ მინდოდა ახალი სფეროს ათვისება და ძალიან დავინტერესდი ციფრული სამყაროთი, განსაკუთრებით კი დიზაინით. სიმართლე გითხრათ, არჩევანის გაკეთება გამიჭირდა – გრაფიკულ დიზაინსა და UI/UX დიზაინს შორის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეუღლე დეველოპერია, ვიფიქრე საერთო პროექტებისთვის იდეალური კომბინაცია იქნებოდა UI/UX დიზაინი.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მხოლოდ UI/UX დიზაინის ცოდნა არ იყო საკმარისი და ყოველდღიურ საქმიანობაში ვგრძნობდი რაღაც დეფიციტს. განსაკუთრებით როდესაც გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მომდიოდა დავალებები და მიწევდა ფოტოშოპში ან ილუსტრატორში მუშაობა. ვხარჯავდი ორჯერ მეტ დროს ვიდრე საჭირო იყო. ასევე მქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც უარის თქმა მომიწია შეკვეთებზე, რადგან არ მქონდა სათანადო ცოდნა ამ სფეროში. ამიტომაც გადავწყვიტე, მესწავლა გრაფიკული დიზაინი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ვარიანტში გამომადგებოდა მიღებული ცოდნა. 

გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე ვიცოდი სად უნდა მივსულიყავი.. უზომოდ კმაყოფილი დავრჩი UI/UX დიზაინის კურსით, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია და ისევ ეს აკადემია ავირჩიე.

კურსის მანძილზე ვისწავლე უამრავი რამ და ეს ყველაფერი უკვე საგრძნობლად მეხმარება როგორც სამსახურში, ასევე – პირად პროექტებში. ზოგადად, დროის სიმწირიდან გამომდინარე, რთულია, დიდი მასალის დაფარვა, თუმცა ვთვლი, რომ სილაბუსი ძალიან კარგად არის შედგენილი.
ჩემთვის ეს ყველაფერი იყო ბიძგი, რომ კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და არ შევწყვიტო განვითარება. დღევანდელ დღეს იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი ამ ინდუსტრიაში, ტემპის დაგდების დრო ნამდვილად არ არის. მუდმივად ვითარდება, შესაბამისად ჩვენც ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ ბაზარზე.

ვთვლი რომ ამ აკადემიის მთავარი სიძლიერე ლექტორებშია. როგორც ყოველთვის, იმედები არ გამიცრუვდა და უზომოდ კმაყოფილი დავრჩი მეგის პროფესიონალიზმით. დაუზარელი, არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარით და ერთ სიტყვით, ძალიან კარგი ლექტორია.  

შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს, თუმცა ჩემი მთავარი რჩევა დამწყები დიზაინერებისთვის იქნება მონდომება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდეთ და არ იფიქროთ, რომ რაღაც არ გამოდის. თქვენს მონდომებას დისციპლინაც რომ დაუმატოთ, გამოვა იდეალური კომბინაცია.
დიზაინი ეს ის სფეროა, რომელსაც პრაქიტკა უყვარს. ხედვის გამომუშავებაც შესაძლებელია და ინდივიდუალურობის ჩამოყალიბებაც, უბრალოდ ბევრი მუშაობაა საჭირო. ამ სფეროთი დაიტნერესბეული ბევრი  ადამიანი ნებდება საწყის ეტაპზე, რადგან ჰგონიათ, რომ ვერ გაართმევენ თავს. ამიტომაც ყველას ვურჩევ, რომ არ დანებდნენ.

ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო რთული გამოსაცნობი არ არის – ყავა! მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე წელია, რაც ყავის სმა დავიწყე, მის შეფუთვაზე მუშაობა ყოველთვის მინდოდა და ძალიან მაინტერესებდა. მართლაც, უზომოდ სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.

გრაფიკული დიზაინის კურსი