fbpx
გრაფიკული დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ანა ყიფიანის ფინალური პროექტი

თარიღი: 1 February, 2023

,,ახლა კი თამამად შემიძლია ვურჩიო ჩემს ახლო მეგობრებს, ახლად გაცნობილ ადამიანებს ციფრული ინდუსტრიის აკადემია. სანდო, თბილი გარემოთი, სადაც არ გეშინია საკუთარი სამყაროს წარმოჩენისა და იდეების განხორციელების.”

გიზიარებთ ჩვენი სტუდენტის, ანა ყიფიანის ფინალურ პროექტს. ანამ ჩვენთან გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა, ფინალური პროექტის შექმნისას მისი შთაგონება ,,პატარა პრინცი” გახდა.

-თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ..

ანა ყიფიანი, 15 წლის. ასაკის შესაბამისად ჩემი ყოველდღიურობა საკმაოდ მრავალფეროვანია, სავსეა თავგადასავლებით, ცოდნის დაგროვებითა და განვითარებით.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

ხელოვნება ჩემი ცხოვრების ნაწილია, რაც თავი მახსოვს, ხატვა, გრაფიკა, მუსიკა, ქორეოგრაფია, კინოხელოვნება…

კონკრეტულად გრაფიკული დიზაინისადმი ინტერესი კი წინა წლიდან გამიჩნდა, როდესაც გავიაზრე რამდენად განვითარდა ციფრული სამყარო და რამდენად ახლოს იყო ეს სფერო ჩემთან. ახლოვდება დრო, როდესაც უნდა ავირჩიო რა კუთხით დავიწყებ პროფესიულ განვითარებას, არქიტექტურა კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

ასაკიდან გამომდინარე, წინ კიდევ ბევრი გამოცდილება თუ აღმოჩენები მელის, ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემი ინტერესები არ შევზღუდო და თითოეულ მათგანში შევძლო ჩემი თავის დამკვიდრება, ერთ-ერთია გრაფიკული დიზაინიც.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

თავიდან ნამდვილად რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ბევრი მოძიების შედეგად ავირჩიე, ახლა კი თამამად შემიძლია ვურჩიო ჩემს ახლო მეგობრებს, ახლად გაცნობილ ადამიანებს ციფრული ინდუსტრიის აკადემია. სანდო, თბილი გარემოთი, სადაც არ გეშინია საკუთარი სამყაროს წარმოჩენისა და იდეების განხორციელების.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. მოლოდინები თავიდანვე დიდი მქონდა და მადლობელი ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

ვფიქრობ სხვადასხვა წვრილმან უნარებთან ერთად კურსის განმავლობაში განმივითარდა კრეატიული აზროვნების უნარი და მუდმივობის ჩვევა – მუდმივად შევქმნა ნამუშევრები და გამოვიყენო უკვე შესწავლილი მასალა.

-მენტორი..

ჩემი მენტორი იყო მარიამ ნადირაძე, რომლისაც უზომოდ მადლიერი ვარ. იმის მიუხედავად, რომ კურსები ონლაინ გავიარე ყოველთვის იგრძნობოდა მისი აურა და ყურადღება ლექციების განმავლობაში.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

მეც გარკვეულ წილად დამწყები დიზაინერი ვარ, ამიტომ ერთი რჩევა რომელსაც ჩემს თავსაც მუდმივად ვუმეორებ არის ის, რომ არასოდეს მოვერიდო საკუთარი თავის გამოცდას, რაც არ უნდა რთულად წარმოსადგენი პროექტი მქონდეს გონებაში, მიზნად ვისახავ მის შესრულებას, ბევრი სკეჩისა და ფიქრის შემდეგ კი აუცილებლად ვაღწევ მიზანს.

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალური პროექტის შთაგონების წყარო იყო ბევრისთვის საყვარელი წიგნი “პატარა პრინცი”, რომელიც მეც ასე შემაყვარა უსაყვარლესმა ადამიანმა.

ამავდროულად მოტივაციას მაძლევდა სამწუხარო ფაქტი, რომ საქართველოში, უმეტესად საბავშვო წიგნებში ხდება მხოლოდ ტექსტის თარგმნა, ხოლო ილუსტრაციები არ იცვლება. ჩემი ნამუშევრებით კი ვფიქრობ, რომ შევძელი შემექმნა “პატარა პრინცის” პერსონაჟების ახალი სახე, სადაც მათ შენარჩუნებული ჰქონდათ საკუთარი ხასიათი.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი