fbpx
ინტერიერის დიზაინი

ჩვენი სტუდენტის – ანა შალიკაშვილის ფინალური პროექტი

თარიღი: 29 November, 2022

,,ერთ თვეში გავხდი დამწყები ინტერიერის დიზაინერი, რომელიც აკადემიამ გაუშვა პროგრამული ცოდნით და ამ პროფესიისთვის საჭირო უნარების ნაკრებით.”

დღეს ანა შალიკაშვილი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ..

ჩემი სახელია ანა, ვარ გრაფიკული დიზაინერი და არქიტექტურის სტუდენტი. ახლა უკვე დამწყები ინტერიერის დიზაინერი დიდი ამბიციებით.

-როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?

მესამე წელია არქიტექტურულზე ვსწავლობ. ჩავაბარე იმისთვის, რომ საბოლოოდ ინტერიერის დიზაინერი ვყოფილიყავი, თუმცა ძალიან ბევრმა არასაინტერესო საგანმა ჩემი მიზანი გააფერმკრთალა. ვფიქრობდი სასწავლებელი უკან მომეტოვებინა, როცა მივხვდი, რომ უბრალოდ სწორედ უნდა გამეკეთებინა ფოკუსი იმ განხრაზე, რომელიც სწავლა-სწავლაში გადამავიწყდა და გამოსავალი უცებ ვიპოვე კურსის სახით.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

განვიხილე ძალიან ბევრი აკადემია, მოვითხოვე მენტორების პორტფოლიოები, ძალიან ბევრგან მითხრეს რომ მას ვერ გამიზიარებდნენ. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სტუდენტებისა და მენტორების ნამუშევრების ნახვა ძალიან მარტივი იყო Facebook-ის საშუალებითაც კი. საკმაოდ კარგი განხილვების საფუძველზე ჩავეწერე კურსზე.

ინტერიერის დიზაინი

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

ჩემი არჩევანი იყო ინტერიერის დიზაინის კურსი. ვორქშოფებმა ისე სწრაფად და პროდუქტიულად ჩაიარა, რომ შემიძლია ვთქვა ერთ თვეში გავხდი დამწყები ინტერიერის დიზაინერი, რომელიც აკადემიამ გაუშვა პროგრამული ცოდნით და ამ პროფესიისთვის საჭირო უნარების ნაკრებით.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ..

დამკვეთთან ურთიერთობა, მასთან კომუნიკაცია, აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა სივრცის სწორი დაგეგმარებისთვის, მნიშვნელოვანი ერგონომიული დეტალები, პროგრამა ArchiCad და მოკლედ, ყველაფერი ის, რაც დამწყებ დიზაინერს აუცილებლად დაჭირდება შემდეგი უნარჩვევების თავად განსავითარებლად.

ინტერიერის დიზაინი

-მენტორი..

ჩვენი მენტორი იყო უსაყვარლესი ელენე. ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი ახალგაზრდა არქიტექტორ-დიზაინერი, რომელსაც ყველა კითხვაზე შეეძლო პასუხის გაცემა. ცდილობდა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გადმოეცა სტუდენტებისთვის. რაც მთავარია ის რეალურად აფასებდა თითოეული სტუდენტის ნამუშევარს და ყველა წვრილმან დეტალს, რომელიც საბოლოოდ საოცნებო ინტერიერს ქმნის.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

სწორი სწავლების მეთოდი და პირველი საფეხურები ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიზაინის, არამედ ყველა სფეროში. ამიტომ დარწმუნდით, რომ მას სწორ ადგილას გადადგავთ. ციფრული ინდუსტრიების აკადემია გარანტირებულად მოგცემთ ამის შანსს და რაც მთავარია იყავით თავდაჯერებულები.

ინტერიერის დიზაინი

-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ბინის გეგმამ და ბრიფმა თავად მიკარნახა ფერთა პალიტრა, ტექსტურები და სტილი, რომელშიც ბინის ინტერიერი უნდა შესრულებულიყო. საბოლოო ჯამში ბინის ინტერიერი გამოვიდა სტილების მიქსი, რომელიც გადატვირთვის მაგივრად განტვირთვის საშუალებას იძლევა. მუქი მწვანე, მუქი ხე, ღია ფერის ავეჯი და მსუბუქი ბეტონის კედლები იყო მთავარი რამაც დასაგეგმარებელი სივრცე შეკრა და ის ერთიანი გახადა.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი