fbpx
გრაფიკული დიზაინის კურსი

ჩვენი სტუდენტის ანა კოპალიანის ფინალური პროექტი

თარიღი: 22 May, 2024

ანა კოპალიანი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინისს  2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ საბავშვო კულინარიული წიგნი შექმნა. 

მე ვარ ანა კოპალიანი, 24 წლის. ადამიანი, რომელიც მუდამ საკუთარი თავის ძიებაშია. მაინტერესებს ბევრი რამ და მიჭირს, დავჯერდე მხოლოდ ერთ პროფესიას, მაგრამ ჩემი მთავარი სიყვარული მაინც ხელოვნება და მოდაა. ამიტომაც ვცდილობ საკუთარი ხელით შევქმნა რაიმე მშვენიერი და დასამახსოვრებელი.

გრაფიკული დიზაინი არ ყოფილა ჩემი პირველი არჩევანი. პირველად  გავეცანი ინტერიერის დიზაინსა და  3D max-ს. აღნიშნული კურსი აკადემიაში საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად დატვირთული იყო. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე პროგრამების სწავლა. მიუხედავად ღრმა ინტერესისა, ვერც კი წარმოვიდგენდი თუკი ასეთი  მრავალფეროვანი  აღმოჩნდებოდა  გრაფიკული დიზაინი. თითოეული ლექციის შემდგომ კიდევ უფრო მატულობდა ინტერესი და სიყვარული ამ სფეროსადმი. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს ემოციები დიდხანს  გამყვება და მიღებული ცოდნით აუცილებლად შევქმნი რაიმე მშვენიერს!

,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია” გამაცნო ჩემმა მეგობარმა. 2019 წლიდან თვალს ვადევნებ და არასდროს მინანია აქ მოსვლა, რადგან ყოველთვის ემოციებითა და ცოდნით დატვირთული გამოვდივარ. 

როგორც უკვე აღვნიშნე, აკადემიაში გავიარე ინტერიერის დიზაინის საბაზისო და პროფესიონალური კურსი. აგრეთვე გრაფიკული დიზაინი, ხოლო ცოტა ხნის წინ დავიწყე ბრენდ დიზაინი. როგორც ყოველთვის, აკადემიამ და პროფესიონალმა ლექტორებმა ჩემი იმედები და მოლოდინები გაამართლეს.

ვისწავლე ორი პროგრამა, რომლებიც მთელი ცხოვრება გამომადგება და დამეხმარება ჩემი იდეების რეალობად გადაქცევაში.

რაც შეეხება ჩემს ლექტორს, ნინა სარიაშვილს, მასზე შემიძლია მხოლოდ კარგი ვილაპარაკო. ნინა თავის სფეროში პროფესიონალია. ის არა მხოლოდ კარგი ლექტორი, არამედ შესანიშნავი ადამიანია. მან თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო თითოეულ მოსწავლეში და შეძლო უზომოდ შეეყვარებინა ჩვენთვის ის პროფესია, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის და უყვარს.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, თავდაუზოგავად იშრომონ და ბოლომდე ენდონ აკადემიის ლექტორებს, რადგან შრომა და ცოდნა წარმატების გარანტიაა.

ფინალური პროექტისთვის ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე შემექმნა საბავშვო კულინარიული წიგნი. მიყვარს კულინარია და დარწმუნებული ვარ, ამ მარტივი რეცეპტებით კიდევ ბევრს შეუყვარდება. ჩემი მიზანია, ამ ილუსტრაციებით უფრო დავაახლოო ბავშვები და მშობლები. ისინი უფრო მეტ დროს გაატარებენ ერთად, გამოაცხობენ ორცხობილებს, ნამცხვრებს, პურებს… და სწორედ ეს მომენტები გადაიქცევა ტკბილ მოგონებებად.

გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსიგრაფიკული დიზაინის კურსი