ჩვენი სტუდენტის ანა ძაგანიას ფინალური პროექტი
თარიღი: 19 February, 2025
ანა ძაგანია ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან გრაფიკული დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარა და 14 ვორქშოპის შემდეგ ჰაიაო მიაზაკის ფილმის პერსონაჟების რობოტული ვერსიის ქარდები და მათი შესაბამისი ქაღალდის ასაწყობი ბოქსები შექმნა.
მე ვარ ანა, 24 წლის. ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული მხატვრობით და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროთი. იმისდა მიუხედავად, რომ ვმოღვაწეობ სრულიად განსხვავებულ სფეროში, თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ, დავხვეწო ჩემი ცოდნა ხატვასა და გრაფიკულ დიზაინში.
ამ სფეროსადმი ინტერესი ყოველთვის მქონდა. ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ხატვით და ანიმაციებით, შემდეგ შევიტყვე ამ ყველაფერთან დაკავშირებული სფეროების შესახებ და უფრო და უფრო დავინტერესდი. თავიდან ვცდილობდი, ჩემით შემეძინა ცოდნა, თუმცა მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ ჯობდა უფრო სერიოზული კუთხით მივდგომოდი კურსის დახმარებით.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ჩემი პირველი და საბოლოო არჩევანი იყო. დამაინტერესა კურსის აღწერილობამ და მასში შემავალმა პუნქტებმა, რომლებსაც შეგვასწავლიდნენ.
გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. დაწვრილებით შევისწავლე პროგრამები, მომეცა საშუალება, გამეკეთებინა კრეატიული პროექტები და მენახა ჩემი შესაძლებლობები. კურსი არამხოლოდ უნარების არამედ კრეატიული აზროვნების განვითარებაში დამეხმარა. კურსის დახმარებით შემიძლია, ჩემი ჩანაფიქრები აღვბეჭდო და გავუზიარო სხვებს. კურსის დახმარებით განვახორციელე ჩემი ჩანაფიქრები და ვისწავლე უამრავი დეტალი, რაც დამეხმარა ჩემი ნამუშევრების გრაფიკულად წარმოდგენაში.
ლექტორზე ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა. დავიწყებ იმით, რომ არის დიდი პროფესიონალი, თავისი საქმის მცოდნე და მოყვარული, ძალიან გემოვნებიანი ადამიანი, რომელიც სტუდენტებს უმარტივესად შეასწავლის გრაფიკულ დიზაინს. დიდი მადლობა მიაკო ნადირაძეს!
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, არ შეეშინდეთ გამოწვევებისა და სირთულეების და კონცენტრირდნენ საკუთარი კრეატიულობის გრაფიკულად ასახვაზე.
ფინალური პროექტის შთაგონების წყარო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი და ანიმატორი – ჰაიაო მიაზაკი იყო. აზრად მომივიდა, გამეკეთებინა მისი ფილმის პერსონაჟების რობოტული ვერსიის ქარდები, და მათი შესაბამისი ქაღალდის ასაწყობი ბოქსები.