ჩვენი სტუდენტის ალი რაფიის ფინალური პროექტი
თარიღი: 16 May, 2024
ალი რაფიი ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან მოუშენ დიზაინის 1 თვიანი კურსი გაიარა და 12 ვორქშოპის შემდეგ მცირე ანიმაცია შექმნა.
სალამი, მე ვარ ალი რაფიი, 28 წლის, ფერეიდანში დაბადებული და გაზრდილი. პროფესიით პროგრამისტი. 2017 წელს საქართველოში ჩამოვედი, რათა მეტი გამეგო ჩემს სამშობლოზე და მეტისთვის მიმეღწია. ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობები მოუშენ დიზაინის მხრივ უსაზღვროა და შემიძლია, ჩემი სიტყვა ვთქვა ამ სფეროშიც. მომწონს, რასაც ვაკეთებ და ვისურვებდი, უფრო სიღრმისეულად შემესწავლა და მეტი გამოცდილება შემეძინა.
პირველად პანდემიის დროს გამიჩნდა სურვილი, რომ მესწავლა ისეთი სპეციალობა, რომელიც თან სახლიდან გაუსვლელად უზრუნველმყოფდა ფინანსურად, თან სიამოვნებას მომანიჭებდა მუშაობის პროცესში და თან ჩემს ტვინს სულ ტონუსში ამყოფებდა კრეატიული იდეების მოსაზიდად.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ფეისბუქზე ვნახე რეკლამა, მოვიძიე მეტი ინფორმაცია თქვენს შესახებ და მივხვდი, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი.
აკადემიაში გრაფიკული და მოუშენ დიზაინის კურსები გავიარე, საბაზისო ცოდნა მივიღე და დავინახე სწორი მიმართულებები.
კურსების გავლის შემდეგ გავხდი უფრო დაკვირვებული და უფრო კრეატიული.
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი, რომ პროცესში მუდმივად ჩაერთონ, რადგან ეს პროფესია სწორად ამას მოითხოვს. ძალიან ბევრი მუშაობა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ კარგი პროდუქტი შექმნა ბაზარზე, სადაც კონკურენცია საკმაოდ მაღალია.
ფინალურ პროექტზე მუშაობისას საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია თუ იშრომებ, კარგი პროდუქტის შექმნა კი ყოველთვის შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს.