თქვენ შესახებ მოგვიყევით.
მე ვარ ლიკა ბეგიაშვილი.
უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით, თუმცა ამ სფეროში არასდროს მიმუშავია.
ყოველთვის უფრო მიზიდავდა ვიზუალური სამყარო - ილუსტრაციები, დიზაინი და სხვადასხვა ტიპის ვიზუალური კონცეფციების შექმნა.
ჩემს საწყის პროფესიაში ვერ ვპოულობდი საკუთარ თავს, ამიტომ გადავწყვიტე შემეცვალა მიმართულება და გამეგრძელებინა გზა დიზაინის სფეროში.
როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?
დიზაინისადმი ინტერესი განსაკუთრებით გამიღრმავდა მას შემდეგ, რაც გრაფიკული დიზაინი შევისწავლე.
ამ გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ეს არის ჩემი სფერო, სადაც შემიძლია ჩემი კრეატიულობა და უნარები სრულად გამოვიყენო.
სწორედ აქ ვიგრძენი, რომ უფრო მეტად ვიპოვე საკუთარი თავი.
რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მეგობრის რეკომენდაციით მოვედი და ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.
დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
მე გავიარე UI/UX დიზაინის კურსი და სრული გულწრფელობით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა.
თითოეული ვორქშოპი ჩემთვის საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო, რის გამოც არც ერთი შეხვედრა არ გამიცდენია.
კურსის განმავლობაში ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე და ეტაპობრივად გავიღრმავე ცოდნა UI/UX სფეროში.
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?
კურსმა მასწავლა მნიშვნელოვანი რამ - არ უნდა შეგეშინდეს სიახლეების.
თუ მაქსიმალურად ჩაერთვები პროცესში და არ დანებდები სირთულეებს, აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგებს.
მოგვიყევით ლექტორის შესახებ.
ჩემი ლექტორი იყო ნიკუშა ქვაცაბაია.
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ნიკუშას გაწეული შრომისთვის და ძალიან საინტერესო სალექციო შეხვედრებისთვის.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი და მენტორია, ვისთანაც კი მქონია შეხება.
რჩევა დამწყებ დიზაინერებს.
დამწყებ დიზაინერებს პირველ რიგში ვურჩევ, სწორად შეარჩიონ სასწავლო გარემო.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი პროფესიის შესწავლა.
ასევე მნიშვნელოვანია, არ შეგაშინოთ სირთულეებმა პირველ ეტაპზე - ეს ბუნებრივი პროცესია და თუ არ დანებდებით, ყველაფერი გამოგივათ.
რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო იყო ის რეალური პრობლემა, რომ საქართვველოში არ არსებობს ერთიანი პლატფორმა, სადაც მოსწავლეები და მათი მშობლები შეძლებენ სანდო რეპეტიტორის სწრაფად და მარტივად მოძიებას.
ამ იდეიდან გაჩნდა აპლიკაციის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს კვალიფიცურ მასწავლებლებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფილტრაციის მეშვეობით, მოკლე დროში იპოვონ სასურველი რეპეტიტორი და დაჯავშნონ გაკვეთილი მათთვის სასურველი სასწავლო ფორმატით.