fbpx
Copywriting

ჩვენი კურსდამთავრებულების პროექტი – “ქოფი ბრეიქი”

თარიღი: 20 May, 2024

ისეთი ქოფი ბრეიქის შესახებ უნდა მოგიყვეთ, სადაც ყავის დალევის ნაცვლად კრეატიული ინდუსტრიის წარმატებული ქოფირაითერების მოსმენა მოგიწევთ, რომლებიც ისაუბრებენ – რა როლი აქვთ ქოფირაითერებს კრეატიულ ინდუსტრიაში (ან მარკეტინგის ინდუსტრიაში) და ზოგადად ციფრულ სამყაროში. 

ყველაზე სასიხარულო ამ ამბავში კი ისაა, რომ ,,ქოფი ბრეიქის” ორგანიზატორები ჩვენი კურსდამთავრებულები არიან – თიკო დადუნაშვილი და ნინი ასათიანი (აქ ბევრი გული და ჩახუტება წარმოიდგინეთ).

რომ ვკითხეთ, რა არის ამ პროექტის მიზანი, საერთოდ რატომ ატარებთ-მეთქი, გვიპასუხეს, ქოფირაითინგი ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა, ამიტომ გვინდა, დაინტერესებულ აუდიტორიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს კონკრეტული მიმართულება გავაცნოთო.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან: 

  • ბრენდინგისა და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები – თორნიკე გურული და გიორგი კალატოზიშვილი;
  •  ,,გორგიას’’ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – გიორგი თურქაძე; 
  • ,,ინნ ჰოსფითალითის’’ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი – იოსებ ბესტაევი; 
  • კრეატიული სააგენტოების – “Leavingstone”, “JWT Metro”, “McCann Tbilisi”, “Hans & Gruber”-ის ქოფირაითერები და კრეატიული დირექტორები. 

სპიკერები ისაუბრებენ ქოფირაითინგის სხვადასხვა მიმართულებაზე და განიხილავენ თავიანთ წარმატებულ კამპანიებს.

ქოფი ბრეიქი 24 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია-ში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5).

დასწრება თავისუფალია!

ა და თუ ყავა თქვენი ქოფი ბრეიქის აუცილებელი ნაწილია, მაგაზეც არ იდარდოთ, პროექტის მხარდამჭერი “ტენე’’-სთან, სუპრემო’’-სთან და ,,ინნ ჰოსფითალითი”-სთან ერთად “მეამა”-ც არის, ამიტომ ყავაც იქნება. :))