fbpx

ბრენდ დიზაინის სტუდენტის დათო თაბორიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 30 June, 2020

-ჩემ შესახებ…

ამჟამად სტუდენტი ვარ და ვსწავლობ თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ფილოსოფიის სპეციალობით, ასევე ვარ მთარგმნელი და მიმუშავია რამდენიმე პროექტზეც გრაფიკული დიზაინის სფეროში.

-რატომ ბრენდ დიზაინის კურსი..

ბრენდის დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი სფეროა ციფრულ ინდუსტრიაში, ეს სფერო დიზაინერისგან ესთეტიკური ღირებულების აღქმის უნარის გარდა, აზროვნების უნარსაც მოითხოვს, ეს კი ჩემთვის საინტერესოა.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი გამოიწვია…

ზოგადად ხელოვნებისადმი ინტერესი ყოველთვის მქონდა შესაბამისად, გრაფიკული დიზაინიც მიზიდავდა. გარკვეული პრაქტიკული ცოდნის დაგროვების შემდეგ კი უკვე თეორიამაც გამიტაცა და ასე აღმოვჩნდი ბრენდის დიზაინში.

-ჩემი შთაბეჭდილებები ბრენდ დიზაინის კურსთან დაკავშირებით..

კურსი ინტენსიურია და მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს, თუმცა ამ დაძაბულობას აღარ ვგრძნობდი მაშინ, როდესაც დავალებას ასე თუ ისე წარმატებით ვართმევდი თავს. გარდა ამისა, კურსს ხელმძღვანელობს ნამდვილი პროფესიონალი, რომელმაც არამხოლოდ პრაქტიკული ცოდნა მომაწოდა, არამედ თეორიულიც და ამავდროულად ისეთი საჭირო უნარებიც გამომიმუშავა, როგორებიცაა დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა, დიზაინის პრინციპების ეფექტურად გადატანა ნამუშევარზე და ა.შ.

-მე კურსამდე და კურსის შემდეგ..

კურსის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ არანაირი ძირეული ცოდნა აქამდე არ მქონდა დიზაინის, როგორც ცალკე სფეროს შესახებ. კურსის განმავლობაში შესწავლილმა დიზაინის ისტორიამ, პრინციპებმა, პროცესებმა რადიკალურად შეცვალა ჩემი, როგორც გრაფიკული დიზაინერის დონე.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსმა შემძინა…

დროის მენეჯმენტი და დეტალებზე ორიენტირებულობა.

-რატომ უნდა გაიარო ბრენდ დიზაინის კურსი, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

რადგან ესაა საუკეთესო შესაძლებლობა მიიღო საჭირო ცოდნა უშუალოდ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერისგან, რომელიც მოგაწვდის ძალიან დიდ თეორიულ ცოდნას, გაჩვენებს როგორ ვითარდებოდა ბრენდის დიზაინი დროის განმავლობაში, როგორია დიზაინ პროცესი და ა.შ.
გარდა ამისა, გაიცნობ შენი თაობის სხვა დამწყებ დიზაინერებსაც, რომლებთანაც საინტერესო კოლაბორაციის შანსი მოგეცემა.

-ლექტორი..

ლექტორზე ყველაფერი საუკეთესოს თქმა შემიძლია, პროფესიონალია და ძალიან მეგობრული, რაც მასთან მუშაობის პროცესს აიოლებს და სასიამოვნოს ხდის.

-რჩევა დამწყებ ბრენდ დიზაინერებს…

მე თვითონ დამწყები ვარ და იმას გირჩევთ, რასაც ჩემს თავს: ეძიეთ შთაგონება ყველგან და ყოველთვის, გაანაწილეთ დრო სწორად და შედეგიც არ დააყოვნებს.

-ჩემი ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო..

ჩემი ფინალური ნამუშევარი ეხებოდა GITA-ს ლოგოს რედიზაინს, რამდენიმე ვერსიის ცდის შემდეგ შეირჩა საბოლოო ვერსია, რომელზეც გამოსახულია ჯიტას შენობის სილუეტი აბსტრაქტულ ფორმაში, შესაბამისად, შთაგონების წყაროდ არქიტექტურა იქცა, რაც გავრცელებული პრაქტიკაა.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია