fbpx
ბრენდ დიზაინი

ბრენდ დიზაინის კურსის შესახებ-ირაკლი აბაზაშვილი

თარიღი: 8 September, 2020

-ჩემ შესახებ..

გამარჯობა, მე ვარ ირაკლი აბაზაშვილი, სტუდენტი, ვსწავლობ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ასევე ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინერად players.ge-ში, სადაც წარმატებით ვავითარებ ჩემს პროფესიულ უნარ-ჩვევებს. თავისუფალ დროს დაკავებული ვარ digital painting-ით.

-რატომ ბრენდ დიზაინის კურსი..

ვფიქრობ, დიზაინერს თავისი ხედვის და სტილის გარდა უნდა ჰქონდეს ესთეტიურობის შეგრძნება, სწორი ხედვა და სწორი აზროვნება. მსურდა ეს უნარები გამეუმჯობესებინა ჩემში და ავირჩიე ბრენდ დიზაინი.

ბრენდ დიზაინი

-ინტერესი ამ სფეროსადმი…

პატარაობიდანვე ვცდილობდი მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავი ხელოვნებასთან. აღარც კი მახსოვს ზუსტად ფანქარი ხელში როდის ავიღე, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი, თუმცა ზუსტად მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯები გრაფიკულ დიზაინში. მსურდა ჩემი ნაუშევრები მაქსიმალურად დახვეწილი ყოფილიყო, თუმცა გარდა პრაქტიკული ცოდნისა, მჭირდებოდა თეორიული მასალაც, რათა სწორი კუთხით განვვითარებულიყავი და სხვისი გამოცდილება გამეზიარებინა.

-შთაბეჭდილებები ბრენდ დიზაინის კურსთან დაკავშირებით..

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინთან შეხება მანამდეც მქონდა, გავიგე უამრავი ახალი რამ, შევისწავლე ბრენდის ისტორია, დავეუფლე პრინციპებს და ასევე გავიღრმავე ძველი ცოდნა.

ბრენდ დიზაინი

-უნარი, რომელიც კურსის დახმარებით შევიძინე..

გავხდი მეტად დაკვირვებული, ჩამომიყალიბდა სწორად ფიქრის უნარი, რაც საშუალებას მაძლევს პროფესიულ გამოწვევებს მარტივად და მოკლე ხანში გავართვა თავი.

-რატომ უნდა გაიარო ბრენდ დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

სწორი განვითარებისთვის, ვფქირობ, აუცილებელია ის ძირეული ცოდნა, რომლითაც თავდაპირველად იწყებ, რაც გეხმარება დროის დაზოგვაში, ახლი ხედვის ჩამოყალიბებაში, გიბიძგებს საინტერესოს ძიებისკენ. ამ კურსს კი შეუძლია მოგცეს ეს თავდაპირველი ძირეული ცოდნა.

ბრენდ დიზაინი

-ლექტორი..

პროფესიონალი, რომელიც ცდილობს მაქსმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მსმენელს, აქვს სწორი ახნის უნარი, გვიზიარებდა პირად გამოცდილებებსაც, მისი მეგობრული დამოკიდებულება კი სასიამოვნოს ხდის მასთან მუშაობას.

-რჩევა დამწყებ ბრენდ დიზაინერებს…

ეძიონ ინსპირაცია ყველგან და ყოველთვის. იყვნენ ცნობისმოყვარეები, რათა განვითარდნენ და ნებისმიერ დავალებას მიუდგნენ ინდივიდუალურად.

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო..

ნამუშევარი ეხებოდა noble savage-ს ლოგოს რედიზაინს, ლოგოს შექმნის დროს კი მსურდა დამეფიქსირებინა კონკრეტული ბრენდის „ხასიათი,“ რითიც იგი გამოირჩეოდა. ინსპირაციის წყარო იყო თვითონ noble savage-ს გარემო, მუსიკა, ხალხი, ფოტოები და ყველაფერი, რაც ამ ბარს უკავშირდება.

პორტფოლიო: https://www.behance.net/irakliabazashvili