fbpx
დასაქმება

,,ბაზარზე სხვადასხვა შემოთავაზებებიდან საუკეთესო კურსი ავარჩიე” – ანი ბერაძე

თარიღი: 1 December, 2022

,,აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა კომპანიაში დამეკავებინა ჩემი ამჟამინდელი პოზიცია, რაც მეხმარება კომპანიის ციფრული ქსელების სწორად და თანმიმდევრულად განვითარებაში.”

დღეს ანი ბერაძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით..

მე ვარ ანი, 21 წლის, ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის კურსდამთავრებული.

ზრდისა და განვითარების ეტაპზე სულ მიზიდავდა მარკეტინგი, ფოტოგრაფია, გრაფიკული დიზაინიდა სხვა მომიჯნავე სფეროები. ციფრულ სამყაროსთანაც კავშირები ადრეული ასაკიდანვე დავამყარე, მაგრამ პროფესიულად დაახლოებით 3 წელია, რაც აქტიურად ვიყენებ.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

მას შემდეგ, რაც ჩემი ინტერესი გამოვხატე ციფრული მარკეტინგის შესწავლისა და ამ მიმართულებით შემდგომი განვითარების მხრივ, ჩემმა კომპანიამ – Kudos Georgia-მ, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში შემომთავაზა ჩემს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დაფინანსება.

ვინაიდან, Kudos Georgia და აკადემია ერთ შენობაში მოღვაწეობს, შორს აღარ წავედი და მოგაკითხეთ. ეს ხუმრობით, რეალურად კი ბაზარზე სხვადასხვა შემოთავაზებებიდან საუკეთესო კურსი ავარჩიე.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

აკადემიაში გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი, ირაკლი ქართველიშვილის მენტორობით.

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე უკვე მქონია შეხება ციფრულ მარკეტინგთან, ბევრად უფრო ფართოდ და საინტერესოდ დავინახე ეს სფერო. კურსის განმავლობაში განვიხილეთ არა ერთი საინტერესო პრაქტიკული და თეორიული მაგალითი.

განსაკუთრებით მსიამოვნებდა, როდესაც რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით განვიხილავდით მასალას და ასე ვთქვათ ლაივ რეჟიმში ვაკვირდებოდით ტენდენციებს.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად, საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Kudos Georgia-ში ვმუშაობ, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტად.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

2022 წლის დასაწყისიდან ჩართული ვარ Kudos Georgia-ს მარკეტინგულ აქტივობების დაგეგმვაში. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით განვითარება, აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა კომპანიაში დამეკავებინა ჩემი ამჟამინდელი პოზიცია, რაც მეხმარება კომპანიის ციფრული ქსელების სწორად და თანმიმდევრულად განვითარებაში.

რაც მთავარია, აქ გაჩერებას არ ვაპირებ და დეკემბრიდან კვლავ გესტუმრებით აკადემიაში SEO / SEM-ის კურსზე.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ და ისიამოვნონ იმ შესაძლებლობებით, რასაც ციფრული სამყარო გვთავაზობს. ის, რაც ერთი შეხედვით რთულად ან თუნდაც შეუძლებლად მიგაჩნიათ, ციფრული სამყაროს დახმარებით შესაძლებელი ხდება.

მთავარია გჯეროდეთ, რომ ყველაფერს რასაც მიზნად დაისახავთ მიაღწევთ!