არტ დირექტორის დანიშნულება სხვადასხვა ინდუსტრიებში
თარიღი: 3 April, 2019
დღეს დღეობით არტ დირექტორი, როგორც პროფესია ბევრისთვის ძალიან დამაბნეველი და ბუნდოვანია. უმეტესობისათვის უცნობია თუ რას ემსახურება კონკრეტული სფერო.
და მაინც რას აკეთებს არტ დირექტორი და რამდენად მოთხოვნადია მოცემული პროფესია ქართულ ბაზარზე?!
სწორედ ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით არტ დირექტორის ძირითად როლებსა და მათ მნიშვნელობას სხვადასხვა ინდუსტრიებში.
მოკლე ისტორია
სანამ უშუალოდ არტ დირექტორის დანიშნულებებს გავეცნობოდეთ, მოდით გადავხედოთ მათ ისტორიასაც, თუ როდის და სად დაარსდა კონკრეტული სფერო.
არტ დაირექშენი, როგორც მიმართულება 1929 წელს მეჰმედ ფემი აღმამ დაარსა. მისმა ქარიზმამ და მიზანდასახულობამ უზრუნველყო სფეროს სწრაფად პოპულარიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეჰმედი იყო განსაკუთრებული მხატვარი, ძლიერი სამეცნიერო და ტექნიკური უნარებჩვევებით. მისი ტიპოგრაფიული და ფოტოგრაფიული უნარები წუნდაუდებელი იყო. აღმა იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ვიზუალური კონცეფცია შემატა ჟურნალებს, რამაც გამოიწვია ჟურნალისტიკის და პუბლიცისტიკის პოპულარიზაცია.
პუბლიცისტიკა
პუბლიცისტიკაში, არტ დირექტორები პასუხისმგებლობას იღებენ ჟურნალის ან გაზეთის გარეყდის დიზაინზე. ისინი წარუძღვებიან სხვა დიზაინერების ნამუშევრებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ილუსტრაციებზე და ფოტომასალებზე. არტ დირექტორის მთავარი დანიშნულებაა, საკუთარი ხედვის გაზიარება დიზაინერებთან, პროდუქტის ვიზუალის გასაუმჯობესებლად.
რეკლამირება და საზოგადოებასთან ურთიერთობები
რეკლამირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ინდუსტრაიში, არტ დირექტორები მუშაობენ თავიანთი კლიენტების საერთო ენის გამონახვაზე. მათი მთავარი მიზანიც სწორედ შემდეგი გახლავთ, კლიენტისთვის სასურველი ვიზუალისა და კონცეფციის რეკლამაში ჩაქსოვება. არტ დირექტორი თვალს ავლებს ყველა ვიზუალურ ასპექტს, რომელიც გამოყენებულია რეკლამის კამპანიაში. ისინი თანამშრომლობენ პროექტზე მომუშავე გრაფიკულ დიზაინერებთან და სარეკლამო განცხადებების ტექსტების შემდგენელთან, ეგრეთწოდებულ “ქოფირაითერებთან”.
კინომატოგრაფია
კინომატოგრაფიის სფეროში, არტ დირექტორი ერთობლივად მუშაობს სცენარის დამდგმელთან და ფილმის დირექტორთან. მათი კონკრეტული დავალებაა სცენარისთვის საჭირო მასალის გაწერა და მათი სწორედ გადანაწილება, კადრის ვიზუალის საუკეთესოდ წარმოსაჩენად გარდა ამისა, არტ დირექტორები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იღებენ, კერძოდ დავალებებს აძლევენ ხელოვნების დეპარტამენტის კორდინატორორებსა და სხვა ფილმის სცენარზე მომუშავე პიროვნებებს.
არტ დაირექშენის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე http://digitaledu.ge/art-direction/