არასტანდარტული შესვენება ქოფირაითერებისთვის – თინათინ დადუნაშვილი და ნინი ასათიანი
თარიღი: 15 May, 2023
პირველად საქართველოში, 19 მაისს, 18:00 საათზე, კაფე „ლიგამუსში“. გაიმართება მარკეტინგული ღონისძიება Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება.
ქოფირაითინგული შესვენების მიზანია აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიებსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში.
პროექტის იდეა ჩვენი ქოფირაითინგის კურსდამთავრებულებს, თინათინ დადუნაშვილს და ნინი ასათიანს ეკუთვნით. ნინი ჩვენთან ქოფირაითიგნისადმი დიდმა ინტერესმა მოიყვანა, თინათინი კი ჩვენი ქოფირაითინგის კონკურსის გამარჯვებული გახდა და ჩვენთან სრული დაფინანსებით ისწავლა.
უფრო დეტალურად პროექტზე თავად მოგიყვებიან:
ღონისძიების სახელწოდებას, ძალიან მარტივად, ყავის შესვენების დროს ვახსენე, რომ Coffee break მქონდა, შესაბამისად, გაგვიჩნდა იდეა, რატომ არ შეიძლება Copy Break არსებობდეს, თუ კი, გავიხსენებთ იმას, რომ როცა კონკრეტულ პროფესიაში თავს კომფორტულად გრძნობ, მისი შესრულებაც ჰარმონიული და შესვენების ტოლფასიც კია.
ამიტომ, 19 მაისს, 18:00 საათზე, ლიგამუსის კაფეში ტარდება, ყველაზე არასტანდარტული შესვენება, Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება.
ქოფი ბრეიქი არის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მარკეტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტები, წამყვანი საკომუნიკაციო სააგენტოების ქოფირაითერები ისაუბრებენ ქოფირაითინგისა და მარკეტინგში მისი როლის შესახებ. შეხვედრა გაგრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში
და მოიცავს მარკეტინგისა და ქოფირაითინგის საკითხებს, გამორჩეულ რეკლამებსა და კამპანიებს.
ვინაიდან, ქოფირაითინგი შრომით ბაზარზე შედარებით ახალდამკვიდრებულია, გვინდა, რომ გამოცდილმა ქოფირაითერებმა გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა, მუშაობის სპეციფიკა, სიახლეები. პროექტის მიზანია ყურადღება გამახვილდეს უშუალოდ ქოფირაითინგსა და ქოფირაითერის როლზე სარეკლამო რგოლების შექმნის პროცესში.
დაფიქრდით, რამდენად უფრო მარტივად და დროულად დაეუფლებოდით თქვენს საყვარელ პროფესიებს, ამის შესახებ საკმარისი ინფორმაცია რომ გქონოდათ? თქვენ ყველაზე კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია კრეატივის დროულად და სწორ გარემოში განვითარება და ახლა გეძლევათ შანსი, დააკვალიანოთ ამ სფეროთ დაინტერესებული მომავალი თაობა.
გარდა იმისა, რომ კავშირს დაამყარებთ ახალგაზრდებთან, რაც მნიშვნელოვანია თქვენი განვითარებისა და პროფესიონალიზმის კიდევ მეტად დასახვეწად, შეგეძლებათ აქედანვე დაიჭიროთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც მომავალში თქვენი სააგენტოს განვითარებაში შეიტანენ წვლილს.
ჩვენ ვფიქრობთ, პროექტი ღირებულია და უდავოდ უნდა დაუთმოთ ერთი საღამო ახალგაზრდების განვითარებაში წვლილის შეტანას, კოლეგებისა და მათი ისტორიების მოსმენას და რაც მთავარია, კრეატიული აზრების მოტივირებას ადამიანებში, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ, ნამდვილად ჩვენი მომავალი იქნება.
Copy Break-ის სპიკერებს შორის არიან: ბრენდინგისა და მარკეტინგის სპეციალისტები – თორნიკე გურული, ალექს ჩიქოვანი და გიორგი მახარაძე, UI/UX ქოფირაითერები – მარიტა ფილაური და ქეთი დიასამიძე, კრეატიული სააგენტოების – Leavingstone, JWT Metro, McCann Tbilisi, Ogilvy Georgia და Redberry-ის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ლომთა ხვედრია!