იანვარში სპორტდარბაზის აბონემენტი იყიდე, თებერვალში ინგლისურის სწავლას აპირებდი, მარტში ახალი პროფესიის შესწავლა გადაწყვიტე. აპრილში დრო არ გქონდა, მაისში ფული, ივნისში ნერვები, ივლისში დასვენება გჭირდებოდა, აგვისტოში კი უკვე სექტემბერს ელოდებოდი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უკვე ნოემბერია.
არადა, როგორი გეგმები გქონდა!
საინტერესოა, რატომ ხდება ასე? რატომ არის, რომ ზოგჯერ ყველაზე მეტად სწორედ იმ საქმეებს ვდებთ, რომლებიც ყველაზე მეტად გვინდა?
სემუელ ბეკეტის ცნობილ პიესაში „გოდოს მოლოდინში“ ორი პერსონაჟი, ვლადიმირი და ესტრაგონი, მთელი მოქმედების განმავლობაში ელოდებიან გოდოს. ელოდებიან დღეს, ელოდებიან ხვალ, თუმცა გოდო არსად ჩანს.. ახლა წარმოიდგინე, თავი ვლადიმირის ან ესტრაგონის ადგილზე… ან რა წარმოდგენა უნდა, ჩვენც რაღაც სასწაულს არ ველოდებით ხოლმე?! ორშაბათს, ახალ თვეს, მეტ თავისუფალ დროს ან უკეთეს შესაძლებლობას. გვგონია, რომ როგორც კი ეს მომენტი დადგება, ყველაფერს შევცვლით. არადა, იქნებ სწორედ ამ მოლოდინში გადის დრო, რომელიც შეგვეძლო გამოგვეყენებინა?
ისე, საინტერესოა, რომ განსაკუთრებული თარიღების მოლოდინის ფენომენი მართლაც არსებობს. 2014 წელს მკვლევრებმა ჰენგჩენ დაიმ, ქეთრინ მილკმენმა და ჯეისონ რისმა შეისწავლეს ფენომენი, რომელსაც „The Fresh Start Effect “ უწოდეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ახალი მიზნებისკენ ნაბიჯებს განსაკუთრებით ხშირად ორშაბათობით, ახალი თვის ან წლის დასაწყისში დგამენ. თითქოს კალენდარში ახალი ფურცლის გადაშლასთან ერთად ძველ შეცდომებსაც უკან ვიტოვებთ და გვჯერა, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ პერიოდებში იზრდება სპორტდარბაზში ვიზიტები და მიზნების შესრულებისკენ მიმართული აქტივობები. არადა, ახალი დასაწყისისთვის კალენდარში განსაკუთრებული თარიღის მონიშვნა სულაც არ არის აუცილებელი.
რამდენი „არადა“ დაგვიგროვდა?
„არადა, ხატვა ყოველთვის მიყვარდა.“ „არადა, პროგრამირების სწავლა შარშანაც მინდოდა.“ „არადა, ეს კურსი სამი თვეა შენახული მაქვს.“ „არადა, წელს ყველაფერს სხვანაირად ვგეგმავდი.“ კაცმა არ იცის, რამდენად ხშირად ვიყენებთ ამ ერთ სიტყვას, მაგრამ ზუსტად ვიცით როდის ვიყენებთ - სწორედ მაშინ, როცა ჩვენი სურვილები და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. „არადა“ თითქოს პატარა შეხსენებაა იმისა, რა გვინდოდა და რა გამოგვივიდა სინამდვილეში. ზოგჯერ მას სინანულით ვამბობთ, ზოგჯერ თავის გასამართლებლად, ზოგჯერ კი უბრალოდ იმის გასახსენებლად, რომ რაღაც ჯერ კიდევ გვინდა.
არადა, თუ სურვილი არ გამქრალა, იქნებ არც მისი განხორციელებაა გვიანი?
როდის მოვა იდეალური დრო?
რა თქმა უნდა, მხოლოდ ნებისყოფის ნაკლებობა არ დამნაშავე. ზოგჯერ ნამდვილად არ გვაქვს საკმარისი დრო, ფინანსები ან ენერგია ახალი საქმის დასაწყებად. მაგრამ ხანდახან უკეთესი მომენტის მოლოდინი ჩვევად გვექცევა. ჯერ სამსახურში დატვირთვა უნდა შემცირდეს. შემდეგ ფული უნდა დავაგროვოთ. ამასობაში ახალი საქმე გამოჩნდება, ახალი თასქი და შემდეგ ახალი წელიც მოდის…
არადა, იდეალური დრო შეიძლება არასდროს მოვიდეს.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაუფიქრებლად უნდა დაიწყო. უბრალოდ, დიდი ცვლილებისთვის ყოველთვის დიდი ნაბიჯი არ არის საჭირო. ზოგჯერ საკმარისია სასურველი მიმართულება შეარჩიო, შესაძლებლობებს გაეცნო და პირველი გადაწყვეტილება მიიღო.
არადა, ახლა საუკეთესო დროა!
სწორედ ამ სიტყვაზე და გადადებულ გეგმებზეა ციფრული ინდუსტრიის აკადემიის წლევანდელი Black Friday კამპანია. იმ სქრინებზე, რომლებიც ტელეფონში თვეების წინ შეინახე. სურვილებზე, რომლებსაც ყოველდღიური ხარჯები აფერხებს. დაპირებებზე, რომლებსაც საკუთარ თავს ყოველ კვირას აძლევ, რა თქმა უნდა, ორშაბათისთვის.
არადა, ახლა საუკეთესო დროა!
15-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსებზე 40%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.
შეიძლება სწორედ ახლა იყოს კარგი შესაძლებლობა, იმ საქმის სწავლა დაიწყო, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებს. და იქნებ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ამ პერიოდს გაიხსენებ, შენი ,,არადა” წინადადება უკვე სხვანაირად იწყებოდეს:
„არადა, რა კარგია, მაშინ რომ დავიწყე!“
ამისთვის, გადახედე ჩვენს კურსებს და რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე: