fbpx
App მარკეტინგის კურსი

App მარკეტინგი

თარიღი: 26 March, 2024

რა არის App მარკეტინგი?

App მარკეტინგი მარკეტინგის შედარებით დავიწროვებული ფორმაა. მას ზოგადად მარკეტინგისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს და ესაა სიტყვა “App”, რომელიც აპლიკაციას აღნიშნავს. App მარკეტერები გეგმავენ მარკეტინგულ კამპანიებს და ადგენენ სტრატეგიებს, რათა კონკრეტული აპლიკაცია გაყიდონ და ნებისმიერი პოტენციური მყიდველი აპლიკაციის ერთგულ მომხმარებლებად აქციონ. 

App მარკეტინგი სამსახურის გასაუბრებას ჰგავს, სადაც დამქირავებელი პოტენციური მომხმარებელია, კანდიდატი რეზიუმეთი ხელში კი – აპლიკაცია თავისი App მარკეტერების გუნდით. ამ გუნდის მიზანია, დაანახოს დამქირავებელს თუ რაში გამოადგება ეს აპლიკაცია და როგორ გაუმარტივებს ან გაუუმჯობესებს ის ცხოვრებას. დამქირავებელმა კი თავის მხრივ უნდა გადაწყვიტოს, ნამდვილად გამოადგება თუ არა ეს აპლიკაცია და ღირს თუ არა ის ტელეფონის მეხსიერების რამდენიმე მეგა ან გეგაბაიტად. 

App მარკეტინგის კურსი

რაში გვჭირდებიან App მარკეტერები?

ნებისმიერი აპლიკაცია იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანებს ცხოვრება გააუმჯობესოს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სოციალური ქსელი იქნება, რომელიც შენს მეგობრებთან მარტივად დაკავშირების საშუალებას მოგცემს თუ რომელიმე თამაში, რომელიც უბრალოდ დროს გაგაყვანინებს ავტობუსით შორ მანძილზე მგზავრობისას. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ისინი შექმნილია ადამიანების მიერ ადამიანებისთვის. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ისევ ადამიანები არიან ის რგოლი, რომელიც ამ ორ ნაწილს: შემქმნელებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებენ. ამ დამაკავშირებელი რგოლის გარეშე, რომელსაც App მარკეტერებს ვუწოდებთ, აპლიკაციები ჩვენამდე ვერ მოვიდოდა. ამიტომ 21-ე საუკუნეში App მარკეტერი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი პროფესიაა.

როგორ უნდა გავხდე App მარკეტერი?

პირველ რიგში შეგიძლია App მარკეტინგის 2 თვიანი კურსი გაიარო ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, რომელიც სხვათა შორის პირველად ისწავლება საქართველოში და გადადგა პირველი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვის.