fbpx
სოციალური მედიის კურსი

ანი ჩილინგარიშვილის ისტორია: როგორ მოვხვდი ციფრულ სამყაროში

თარიღი: 13 December, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, ანი ჩილინგარიშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა, ახლა კი ამერიკული ბრენდის, “კარტერსის” სოციალური მედიის მენეჯერია. 

მე ვარ ანი, ციფრული მარკეტინგის პროგრამის სტუდენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ამასთან ვარ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ციფრული მარკეტინგის კურსის კურსდამთავრებული.

აკადემიის კურსებსა და აქტივობებს ხშირად ვადევნებდი თვალს, შემდეგ კი მეგობრის რჩევით და დიდი რეკომენდაციით გადავწყვიტე ირაკლი ქართველიშვილთან ციფრული მარკეტინგის კურსის გავლა.

გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი, რომელმაც მომცა ღირებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ მაგალითებთან ერთად, რაც დამეხმარა ჩემი ინტერესებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაში, ასევე – ამ მიმართულებით დასაქმებაში.

ამჟამად ამერიკული ბრენდის, “კარტერსის” სოციალური მედიის მენეჯერი ვარ. 

აკადემიამ მომცა ძლიერი თეორიული საფუძველი, რომელიც პრაქტიკაში გამოვიყენე და ჩემი დღევანდელი საქმიანობის ნაწილად ვაქციე.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვეტყოდი, რომ ეს სამყარო ძალიან ახლოსაა ადამიანებთან, შესაბამისად, აქ მოხვედრაც მარტივია, თუმცა წარმატება მუდმივ განვითარებასა და ყოველდღიური სიახლეებისთვის მზაობას მოითხოვს.