Academy logo
Academy logo
ანანო ყატაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

ანანო ყატაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

23 მარ. 2026

მოგვიყევით თქვენს შესახებ.


მე ვარ ანანო ყატაშვილი, 23 წლის. 

ახლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს გრაფიკული დიზაინის სფეროში და თითოეულ ახალ გამოცდილებას ვუყურებ, როგორც პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

ენთუზიაზმით ვუდგები თითოეულ პროექტს და ვცდილობ, ყველა ნამუშევარში დავინახო განვითარებისა და თვითგამოხატვის შანსი.


როდის გაგიჩნდა ინტერესი ამ სფეროსადმი?


ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა ხელოვნება, განსაკუთრებით – ხატვა. 

სკოლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე ხელოვნების მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა და ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში, ვიზუალური ხელოვნების (VAADS) ფაკულტეტზე. 

თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ უნივერსიტეტის სწავლების მეთოდი ჩემს ხედვებსა და ტემპს არ შეესაბამებოდა, ამიტომ აკადემიური შვებულება ავიღე.

შემდეგ პოლონეთში წავედი, სადაც სხვადასხვა გამოფენებმა, ქუჩაში დანახულმა პლაკატებმა და გრაფიკული დიზაინის ნიმუშებმა სერიოზულად დამაფიქრა ამ პროფესიაზე. 

სწორედ იქ მივხვდი, რომ გრაფიკული დიზაინი აერთიანებს ყველაფერს, რაც ყოველთვის მიზიდავდა – ხელოვნებას, კრეატიულ აზროვნებას და ადამიანებთან ვიზუალურ კომუნიკაციას.



რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?


რამდენიმე თვით საქართველოში დავბრუნდი და გადავწყვიტე, ეს დრო პროდუქტიულად გამომეყენებინა. 

ამიტომ ინტერნეტში დავიწყე სხვადასხვა გრაფიკული დიზაინის კურსის მოძებნა და ერთმანეთთან შედარება.


სანამ ერთმა კომენტარმა არ მიიქცია ჩემი ყურადღება – მისი ავტორი წერდა, რომ ციფრული ინდუსტრიების აკადემიის კურსის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო თავდაჯერებული გახდა როგორც დიზაინერი.


ეს სწორედ ის იყო, რაც ყველაზე მეტად მაკლდა როგორც თვითნასწავლ დიზაინერს, ამიტომ გადავწყვიტე სწავლა იმავე აკადემიაში.

გადაწყვეტილება გამართლდა – კურსმა ჩემში გააღვივა ახალი თავდაჯერებულობა და პროფესიული მიზანდასახულობა.


რომელი კურსი გაიარეთ და როგორია თქვენი შთაბეჭდილება?


ციფრული ინდუსტრიების აკადემიაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. 

კურსი საკმაოდ ინტენსიური და პრაქტიკულზე ორიენტირებული იყო, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მომწონდა ის, რომ თეორიას ყოველთვის რეალურ მაგალითებით ვსწავლობდით. 

თითოეულ თემას ახლდა დავალება, რომლის მეშვეობითაც ვსწავლობდით არა მხოლოდ პროგრამების გამოყენებას, არამედ დიზაინურ აზროვნებასაც.


ყევლაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შეიძინეთ?


კურსის მეშვეობით ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც შევიძინე, იყო დიზაინერულად ფიქრის უნარი – როგორ დავინახო ამოცანა არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომუნიკაციის კუთხითაც.


გარდა პროფესიული ცოდნისა, კურსმა მომცა თვითრწმენა და მეტი თავდაჯერებულობა. ახლა უკვე უფრო დარწმუნებული ვარ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და იდეებში.


მოგვიყევით ლექტორის შესახებ.

ჩემი ლექტორი იყო მიაკო ნადირაძე – ადამიანი, რომელმაც შეძლო კურსი საინტერესო და ინსპირაციულ გამოცდილებად ექცია. 

ძალიან მომწონდა მისი ინდივიდუარური მიდგომა და ფიდბექი, რომელიც ყოველთვის იყო კონკრეტული, დეტალური და მოტივაციური, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – სწორედ ეს დამეხმარა საკუთარი შესაძლებლობებისადმი უფრო დიდი თავდაჯერებულობის შეძენაში და პროფესიულ ზრდაში.


რჩევა დამწყებ დიზაინერებს.

დამწყებ დიზაინერებს ვურჩევდი არ შეეშინდეთ ექსპერიმენტებისა და შეცდომების: სწორედ ამ გზით ისწავლით ყველაზე მეტს. 

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ნუ შეადარებთ თქვენს გზას სხვას. 

თითოეული დიზაინერი თავისი ტემპით იზრდება; მთავარია არ გაჩერდეთ და ყოველდღე ერთი პატარა ნაბიჯი წინ გადადგათ.


რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?


ჩემს ფინალურ პროექტში გადავწყვიტე გამეერთიანებინა ჩემი ორი დიდი ინტერესი – საშიში ფილმები და ტანსაცმლის პრინტის დიზაინი.

ამიტომ ავირჩიე ექვსი ჩემი საყვარელი ჰორორ ფილმი და თითოეულზე შევქმენი პოსტერები, სადაც ვიზუალური სტილი და ატმოსფერო მაქსიმალურად გადმოსცემდა ფილმის ემოციას.


შემდეგ ეს პოსტერები გადავიტანე ტანსაცმელზე და შევქმენი ერთიანი სერია.