5 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია, რომელსაც წლის ბოლომდე უნდა დაეუფლო
თარიღი: 30 September, 2024
21-ე საუკუნის გაციფრულებამ ბევრი ახალი პროფესიის გაჩენა გამოიწვია, რამაც, შესაბამისად, მოთხოვნა გაზარდა იმ პროფესიებზე, რომლებიც დღითიდღე ვითარდება და რომლებსაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეუფლება.
ამ სტატიაში გაგაცნობთ 5 ყველაზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიას, რომელსაც წლის ბოლომდე უნდა დაეუფლო და რაც მთავარია, რომლის კურსებსაც ჩვენთან, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გაივლი.
ვებ დეველოპერი
გინდა შეგეძლოს ნებისმიერი ვებგვერდის ან აპლიკაციის საკუთარი ხელებით აწყობა? მაშინ ვებ პროგრამირების კურსი შენთვისაა.
კურსის ხანგრძლივობა სულ რაღაც 2 თვეა, სწავლის საფასური კი – 700 ლარი.
კურსის განმავლობაში ისწავლი ვებგვერდის შექმნას ნულიდან. დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს. გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის ჩონჩხი როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.
App მარკეტერი
App მარკეტინგი საკმაოდ ახალი პროფესიაა, ამიტომ ამ სფეროზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად იზრდება. App მარკეტერები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ სწორი მარკეტინგული კამპანიებით სხვადასხვა აპლიკაცია იმ ადამიანამდე მიიტანონ, რომელსაც ის სჭირდება.
App მარკეტინგის კურსი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთან ისწავლება, მისი ხანგრძლივობა 2 თვეა, საფასური კი – 800 ლარი.
კურსის განმავლობაში შენ ისწავლი App მარკეტინგის საფუძვლებს. გაიგებ, როგორ უნდა დაგეგმო და შექმნა აპლიკაციისთვის მარკეტინგული კამპანიები; როგორ ჩააინტეგრირო ის სხვადასხვა საძიებო სისტემასა და სოციალურ მედიაში; და რაც მთავარია, როგორ მოიზიდო შენთვის სასურველი აუდიტორია.
თუ მარკეტინგიც გაინტერესებს და აპლიკაციებიც, მაშინ App მარკეტინგის კურსი შენთვისაა!
გრაფიკული დიზაინერი
შეგხვედრია ფილმის პოსტერი, წიგნის ყდა ან რომელიმე ბრენდის ლოგო და გიფიქრია, ნეტავ ამის გაკეთება მეც შემეძლოსო? სინამდვილეში ყველა მათგანს ძალიან მარტივადაც შეძლებ, თუ გრაფიკული დიზაინის კურსს გაივლი.
კურსი 2 თვე გრძელდება, საფასური კი – 700 ლარია.
გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, საბეჭდი ფაილების გამზადებასა და ბრიფზე მუშაობას.
პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაიგებ, როგორ გადმოსცე კომპლექსური იდეები ერთი გამოსახულებით და შეიძენ ისეთ უნარებს, რომელიც გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება. კურსის დასრულების შემდეგ კი შეძლებ, შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო ინდივიდუალურ პროექტებზე ან რომელიმე კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სოციალური მედიის მენეჯერი
დარწმუნებული ვარ, შენც, როგორც მოსახლეობის 63.7%-ს, ხარ სოციალური მედიის მომხმარებელი, დებ ფოტოებს, ვიდეობს, სთორებს და წერ პოსტებს, მაგრამ იცოდი, რომ ეს შეიძლება შენი შემოსავლის წყარო გახდეს? ამისთვის სოციალური მედიის მენეჯერი უნდა გახდე.
ამ მოთხოვნად პროფესიას კი შეგიძლია ჩვენთან – სოციალური მედიის კურსზე დაეუფლო, რომლის ხანგრძლივობაც 1 თვეა, საფასური კი – 600 ლარია.
კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაგეგმო კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის და მართო ისინი შენი სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად.
UI/UX დიზაინერი
UI/UX დიზაინერები რომ არა, ჩვენთვის ვებგვერდებისა და აპლიკაციების გამოყენება შესაძლოა ძალიან მოუხერხებელი და არაკომფორტული იყოს, რადგანაც სწორედ ეს ადამიანები უზრუნველყოფენ იმას, რომ ეს პლატფორმები მომხმარებლისთვის მარტივად სანავიგაციო იყოს.
თუ ამ სფერომ დაგაინტერესა, მაშინ შეგიძლია UI/UX დიზაინის 2 თვიანი კურსი გაიარო, რომლის საფასურიც 1000 ლარია და გადადგა პირველი ნაბიჯები UI/UX დიზაინერობისკენ.
კურსის განმავლობაში ისწავლი ყველა მნიშვნელოვან თემას. დაეუფლები Figma-ს ნულიდან. გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს. გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას.