fbpx

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვისწავლოთ 3D დიზაინი

თარიღი: 3 April, 2019

დღესდღეობით 3D დიზაინის სწავლა დღითი დღე უფრო პრაქტიკულ და მოთხოვნად სფეროდ ყალიდბდება. კონკრეტული სფეროს სწავლას დიდძალი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან ქართულ ბაზარზე, დღევანდელი გადმოსახედიდან თვალსაჩინოა, რომ მაღალკვალიფიციური 3D დიზაინერების ნაკლებობაა, რაც გარკვეულწილად შესაძლებლობას აძლევს დამწყებ დიზაინერებს მარტივად დამკვიდრნენ ბაზარზე და გახდნენ წარმატებულები.

წარმოგიდგენთ 5 ძირითად მიზეზს თუ რატომ უნდა დაიწყოთ 3D დიზაინის სწავლა.

 

1. ანიმაციები

როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ბაზარზე მზარდი პოპულარობით სარგებლობს 3D ანიმაციები. კომპანიები ანიმაციებს სხვადასხვა დანიშნულებისათვის უკვეთავენ. ტელესამაუწყებლო კომპანიებიც ხშირად ითხოვენ გამოცდილ 3D გრაფიკულ დიზაინერებს თავიანთი გადაცემებისთვის ლამაზი და დახვეწილი “ინტროების” დასამზადებლად.

2. მოდელირება

მოდელირების უმაღლეს დონეზე ცოდნა დაგეხმარებათ: მანქანების, ინტერიერის ნივთების და სხვადასხვა მოდელების აწყობაში და შემდგომ მათ უცხოურ ბაზარზე გაყიდვაში. გარდა ამისა შეგიძლიათ სიღრმისეულად შეისწავლოთ მოდელირება და რენდერი, რაც დაგეხმარებათ ვიზუალური ეფექტების სფეროში მყარი პოზიციის დაკავებაში.

3. ვიზუალური ეფექტები

ვიზუალური ეფექტების სიღრმისეულად შესწავლა, დაგეხმარებათ მაღალანაზღაურებადი სამსახურის მარტივად მოძებნაში. რატომ?!

კინომატოგრაფიაში ვიზუალური მხატვრების უზომოდ დიდი მოთხოვნა არის, საქართველოში კი რთულად მოიძებნება გამოცდილი ვიზუალური არტისტი…

4. არქიტექტურული დიზაინი

თუ თქვენ ინტერიერის დიზაინით ხართ დაინტერესებული, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ თქვენი დიზაინერული ნიჭი და გარდაქმათ თქვენი წარმოსახული: სახლის, ოთახის ან ოფისის პროექტები 3D სივრცეში. მსგავსი კომპიუტერული უნარჩვევების ცოდნა გაგიმარტივებთ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნას.

5. 3D პრინტი

ბოლოსთვის მოვიტოვეთ ახალი ინდუსტრიის სფერო, რომელიც დღითი დღე მზარდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მაშტაბით. 3D მოდელირების ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი წარმოსახვა გარდაქმნათ რეალობაში.

მსგავს პრინტერებს სტარტაპერებიც იყენებენ, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პირველი ქართული ქვევრები, რომელიც 3D პრინტერის საშუალებით ამობეჭდეს, რაც კომპანიას ფულის დაზოგვაში დაეხმარა.

 

3D დიზაინის კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე http://digitaledu.ge/3d-dizaini/