fbpx
Motion დიზაინი

5 მიზეზი, თუ რატომ არის Motion დიზაინი ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია

თარიღი: 13 April, 2020

ხუთი მიზეზი თუ რატომ არის Motion design ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია

Motion design-ი ციფრული სამყაროს მნიშვნელოვანი ელემენტია. მოძრავი გრაფიკა აუდიტორიასთან კომუნიკაციის, ამბის თხრობის უნიკალური საშუალებაა.

გაეცანით ხუთ მიზეზს, თუ რატომ Motion design:

იპყრობს მაყურებლის ყურადღებას

მოძრავი გრაფიკა მარტივად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. სტატიკური სურათი, პოსტი, სტატია ან ნებისმიერი სხვა სახის კონტენტი ყოველთვის შეიძლება ყურადღების მიღმა აღმოჩნდეს, რასაც ვერ ვიტყვით მოძრავ გრაფიკაზე. ის დანახვისთანავე მაყურებლის ყურადღების ცენტრში ხვდება და ხანგრძლივად რჩება მის მეხსიერებაში.

გეხმარებათ ამბის საინტერესოდ თხრობაში

ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა ხმაზე, გამოსახულებაზე, მოქმედებაზე რეაგირება. ამბის თხრობა მუსიკის, ვოისოვერის და მოძრავი ვიზუალის ერთობლიობით ბევრად საინტერესოა. თქვენ შეგიძლიათ მოძრავი გრაფიკა ,,Storytelling“-ის მთავარ ინსტრუმენტად აქციოდ.

ხელს უწყობს ინფორმაციის მყისიერად დამუშავებას

2014 წელს MIT-ის კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალური კომუნიკაციის დროს ადამიანის ტვინი ინფორმაციას მყისიერად ამუშავებს და იმახსოვრებს. ნებისმიერი საკითხის გაგება უფრო მარტივია თუ მას ვიზუალურად ხედავთ. სწორედ ამიტომ იყენებენ სქემებს, პრეზენტაციებს, ინტერაქციულ გრაფკას სასწავლო პროცესის დროს. მოძრავი გრაფიკა უზრუნველყოფს რთული ინფორმაციის მარტივი ფორმით მიწოდებას.

 

საჭიროებს მინიმალურ დროს

მოძრავი გრაფიკა ხანგრძლივობით 30 წამიდან 3 წუთამდე გრძელდება, ეს კი საუკეთესო შესაძლებლობაა მაშინ, როდესაც დროში ხართ შეზღუდული. 2015 წელს Facebook-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუნდაც მხოლოდ 10 წამის განმავლობაში ვიდეოს ყურება დაგეხმარებათ ბრენდის შესახე ინფომრაციის მოპოვებაში. ის რისი ახსნისთვისაც 1500 სიტყვიანი სტატია გჭირდებათ მოძრავი გრაფიკა ამას მხოლოდ ერთ წუთში შეძლებს, აუდიოსა და ვიზუალის შერწყმა ამარტივებს ინფორმაციის დამუშავების პროცესს.

ამარტივებს ინფორმაციის მიწოდების პროცესს

,,Tubular Insights“ წერს, რომ სოციალურ მედიაში მომხმარებლები ვიდეოს ყურებას კვირაში 6 საათს უთმობენ. ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, რადგან ადამიანებს ყოველთვის ურჩევნიათ მარტივად, ვიდეოს მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია, ვიდრე ეს დრო კითხვას დაუთმონ. ვიდეოს ყურებისას მაყურებელს არ უწევს წაკითხვა, მონაცემთა დამუშავება, დიდი დროისა და ენრეგიის ხარჯვა. თუ გსურთ, სამიზნე აუდიტორიამდე კონკრეტული ინფორმაცის მიტანა გამოიყენეთ მოძრავი გრაფიკა, რაც გაგიმარტივებთ ამ პროცესს.

შექმენით ვიზუალურად მიმზიდველი კონტენტი და მოყევით ამბავი საინტერესოდ.

 

 

 

 

 

ტეგები: