fbpx
5 მიზეზი რატომ არის Apple წარმატებული კომპანია

5 მიზეზი თუ რატომ არის Apple წარმატებული კომპანია

თარიღი: 6 April, 2020

5 მიზეზი თუ რატომ არის Apple წარმატებული კომპანია

 Apple-ი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია მსოფლიოში, წლების განმავლობაში კორპორაცია მუდმივად ინარჩუნებდა პირველობას. დღესდღეობით Apple-ი მკვეთრად გამოირჩევა მაღალი საბაზრო კაპიტალით და მოგების მასშტაბებით მსოფლიოში. ამ ყველაფრის ფონზე  საინტერესოა თუ რა არის კომპანიის წარმატების საიდუმლო.

გთავაზობთ Apple-ის წარმატების ხუთ მიზეზს:

სიმარტივე

,,Simplicity as the ultimate sophistication” (,,სრულყოფილება სიმარტივეშია“) სტივ ჯობსმა ეს ფრაზა Apple-ის პროდუქციის წარმოების მთავარ ინსტრუქციად აქცია.  Apple-ის ყველა  პროდუქტი გამოსაყენებლად მარტივია. ბრენდის შექმნისას ჯობსის მთავარი მიზანი სწორედ მომხარებლამდე დახვეწილი, ხარისხიანი და რაც შეიძლება მარტივი პროდუქტის მიწოდება იყო,  ეს კი მოგვიანებით ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა.

 

ერთი ნაბიჯით წინ 

Apple-ი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს თავის კონკურენტებს, რისი მიზეზიც არის ის, რომ ბრენდი მუდმივად ცდილობს შექმნას ,,მომავლის პროდუქცია“. სწორედ აღნიშულმა განაპირობა ის, რომ 2007 წელს, როდესაც Apple-მა პირველი iPhone ბაზარზე გამოუშვა, მაშინვე დაიკავა დომინანტი პოზიცია, მისი კონკურენტები სამსუნგი ან თუნდაც მოტოროლა მსგავსი პროდუქციით ბაზარზე მხოლოდ 2009 წელს გამოჩნდნენ.

ხარისხი

კომპანიის მთავარი მიზანი საუკეთესო პროდუქციის შექმნაა, როგორც Apple-ის დიზაინერი აცხადებს: ,,თუ არ შეგვიძლია შევქმნათ საუკეთესო, მაშინ საერთოდ უარს ვიტყვით პროდუქციის შექმნაზე“. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ის, რომ Apple მომხმარებელს ხარისხზე ორიენტირებულ პროდუქციას სთავაზობს.

პროდუქციაზე წინასწარი მუშაობა

Apple-ი ახალი პროდუქციის დაანონსებამდე მასზე მუშაობას რამდენიმე წლით ადრე იწყებს. მაშინ, როდესაც კომპანია ახალ პროდუქტს აანონსებს, ხშირ შემთხვევაში დასრულებული აქვს მასზე მუშაობა. ამ სტრატეგიით ბრენდი ყოველთვის უსწრებს სხვა კომპანიებს, რადგან კონკურენტი ბრენდები ვერ ასწრებენ წინასწარი პოლიტიკის განსაზღვრასა და კონკურენტი პროდუქციის დროულად გამოშვებას.

 

პროდუქციის მრავალფეროვნება

Apple წლების განმავლობაში ქმნიდა მრავალფეროვან პროდუქციას. ლეპტოპები, სმარტფონები, საათები, ტაბლეტები და როგორც არაოფიციალური წყაროები ამბობენ, კომპანია უკვე მუშაობს Apple-ის მანქანებისა და კამერების წარმოებაზე. მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება  ხელს უწყობს კომპანიის, რაც შეიძლება ბევრ ბაზარზე ოპერირებას.

Apple კვლავ აგრძელებს მომავლის პროდუქციის შექმნას. კომპანიის მომხმარებელმა არასოდეს იციან თუ რა ახალ ტექნოლოგიურ ექსპერიმენტს უნდა ელოდონ მისგან.

ტეგები: