5 მცდარი მოსაზრება ლოგოს შესახებ
თარიღი: 24 May, 2021
მითია თუ რეალობა?
ალბათ ხშირად გაგჩენია ეს შეკითხვა. სანამ მცდარი ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდე გადაამოწმე მისი სიზუსტე. არსებობს მოსაზრებები, რომლებსაც არ უნდა დაუჯერო.
5 მცდარი მოსაზრება ლოგო დიზაინის შესახებ:
,,ლოგო უნდა ასახავდეს კომპანიის საქმიანობას.”
ლოგოს დიზაინი არ არის ამბის თხრობისთვის განკუთვნილი, ის ბრენდის იდენტიფიცირებას ემსახურება. ბრენდის იდენტიფიცირება კი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ლოგო აუცილებლად კომპანიის საქმიანობას უნდა ასახავდეს.
,,ლოგო დიზაინი არ საჭიროებს კრეატივს.”
კრეატივი ეს არის ის, რაც ძალიან სჭირდება ლოგოს. ადამიანები ყოველთვის ეძებენ რაიმე ახალს, განსხვავებულს და განსაკუთრებულს. რაც უფრო კრეატიული ფორმით გამოსახავ კომპანიას, მით მეტად დაინტრიგდება მომხმარებელი.
,,ლოგომ დროს უნდა გაუძლოს.”
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა. არ დაუჯერო ამ აზრს და ლოგო დიზაინის შექმნისას ნუ ეცდები ,,დროის გამძლე” ლოგოს შექმნას. მხოლოდ ერთხელ შექმნილი დიზაინი ვერ იქნება სულ გამოსადეგი და საინტერესო. ლოგო ტრენდების და მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად საჭიროებს განახლებას.
,,ლოგო აუცილებლად უნდა შეიცავდეს სიმბოლოს.”
არ არის აუცილებელი, რომ ლოგო სიმბოლოს შეიცავდეს. თუ გავიხსენებთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ წარმატებულ კომპანიებს ბევრ მათგანს ლოგოში სიმბოლოს ნაცვლად ტიპოგრაფია აქვს გამოყენებული. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგო არ უნდა გამოიხატოს სიმბოლოს დახმარებით. ზოგჯერ, სიმბოლო შესაძლოა მეტად დასამახსოვრებელი იყოს, ვიდრე უბრალოდ წარწერა.
,,ყველა ლოგოს უნდა ჰქონდეს ფარული მინიშნება.”
ლოგოს ექნება თუ არა ფარული მინიშნება ეს დიზაინერის არჩევანია. ფარული მინიშნება ერთგვარი გამოცანაა მომხმარებლისთვის, რომელმაც ზუსტად უნდა გაიგოს მინიშნების არსი.
ნუ დაუჯერებ მცდარ მოსაზრებებს, ჯერ გადაამოწმე.